Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„მწვანე მუშტმა“ საყდრისის მაღაროს შესახებ პრესკონფერენცია გამართა

„მწვანე მუშტმა“ საყდრისის მაღაროს შესახებ პრესკონფერენცია გამართა
January 13
19:26 2014

DSCF0865

სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრები 13 იანვარს პრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც საუბარი იყო საყდრისის მაღაროს– ეროვნული კულტურული ძეგლის განადგურების პრობლემაზე.

საყდრის–ყაჩაღიანი მსოფლიოში უძველეს ოქროს მოპოვების კერას წარმოადგენს. იგი ძველი წელთაღრიცხვით IV ათასწლეულით თარიღდება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ათეულ ათასობით ქვის უროები და ბრინჯაოს ხანის დროინდელი კერამიკა. საყდრისში აღმოჩენილი უამრავი არქეოლოგიური მასალა მიუთითებს საქართველოსა და მესოპოტამიის ტერიტორიზე არსებულ დასახლებებს შორის კულტურულ კავშირზე.

შეგახსენებთ, რომ საყდრის–ყაჩაღიანის მაღაროს 2006 წელს მიენიჭა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, რომელიც 2013 წელს უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მოეხსნა. ამჟამად ამ ტერიტორიზე კომპანია BMG Gold–ი ოქროს მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის და ანადგურებს კულუტურლ ძეგლს. ფოტოებზე, რომელიც „მწვანე მუშტმა“ მოგვაწოდა, კარგად ჩანს, თუ როგორ გადაიქცა ძეგლამდე მისასვლელი საცალფეხო ბილიკები ტრაქტორბის სავალ გზებად.

საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმების მიუხედავად, რომელის მიხედვითაც საყდრისის საკითხს შეისწავლიდა საერთაშორისო სამეცნიერო კომისია, BMG Gold – მა 2014 წლის შობა დღეს განაახლა სამუშაოები, რითაც კიდევ ერთხელ შეუქმნა საფრთხე ძეგლის არსებობას. „მწვანე მუშტის“ ცნობით, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები მაღაროს ტერიტორიაზე არ უშვებენ კულტურის სამინისტორს წარმომადგენლებს. რამდენიმე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად BMG Gold კლვავ აგრძელებს აღნიშნული, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე საზიანო სამუშაოებს. „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ძეგლის ნაწილი ამჟამად უკვე განადგურებულია BMG Gold–ის მიერ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტრაქტორებსა და კომპანიის  სამუშაოებს ჯერ–ჯერობით არ დაუზიანებია ჯერ კიდევ გამოუკვლევი მაღაროს მიწისქვეშა ნაწილი, ამიტომ „მწვანე მუშტი“ სხვადასხვანაირი გზით ცდილობს დარჩენილი ნაწილის გადარჩენას.

ინვესტორი კომპანიის მიერ, საყდრისის მაღაროსთან აშენებულია 7 გამოსატუტი აუზი, რომელიც ასევე ეკოლოგიურ ზიანს აყენებს გარემოს. კომანია ციანიდს იყენებს ოქროს მოპოვებისთვის, რაც საფრთხეს უქმინს მოსახლეობის ჯანმრთელობას, რომელშიც, „მწვანე მუშტის“ ცნობით ონკოლოგიური დაავადებები 4 წლის მანძილზე ორჯერ გაიზარდა.

„თუ რამე მოხდება, ყველაფერ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, იმიტომ, რომ სახელმწიფომ მიიყვანა იმ დონემდე ეს ყველაფერი, რომ კერძო კომპანია ახერხებს ასეთი რაღაცების ჩადენას, ისე რომ კანონს საერთოდ უგულვებელყოფს“ – განაცხადა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელმა ნიკა  წიქარიძემ საყდრისის კულტურული ძეგლის განადგურების შესახებ.

იმ დროის განმავლობაში, რომდესაც საყდრისის მაღაროს ჰქონდა ძეგლის სტატუსი, BMG Gold–ი ვერ აწარმოებდა ვერანაირ მოპოვებით სამუშაოს, ამიტომ კომპანიის ინტერესებში შედიოდა მაღაროსთვის ამ სტატუსის მოხსნა. როგორც „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლებისგან გახდა ცნობილი საყდრისის მაღაროს ძეგლს სტატუსი სამ დღეში მოუხნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

„მწვანე მუშტმა“ რამდენჯერმე მიმართა სახელმწიფოს შესაბამის სტურქტურებს, თუმცა აშკარაა, რომ კულტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროები არ ახდენენ არანაირ რეაგირებას აღნიშნული პრობლემის მიმართ.

„მწვანე მუშტის“ განცხადებით, ეს სტუდენტური გაერთიანება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს იმ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს რესურსების მაქსიმალურად ათვისებისა და კერძო ინვერსტორზე მორგებულ პოლიტიკას. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სტუქტურები არ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას საყდრისის საკითხზე, „მწვანე მუშტი“ გააგრძელებს მშვიდოაბიან საპროტესტო აქციებს, რომლის მასშტაბებიც გაიზრდება.

ნიკა ჩერქეზია

საყდრისი დღეს (4) საყდრისი დღეს (6) საყდრისი დღეს (7) აბულმუგის გამოსატუტი მოედნები (2) საყდრისი 2013 წლის აგვისტომდე

1,243 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2014
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031