Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ესეც იორდანიაში! ქართველი სტუდენტები ქუვეითიდან!

ესეც იორდანიაში! ქართველი სტუდენტები ქუვეითიდან!
January 15
02:32 2014

(სტატია ბლოგზე წერის სტილით,ან კიდევ ბლოგი სტატიად ‘’გასაღებული’’,მოკლედ მე ვწერ საკუთარ გამოცდილებაზე და არანაირი წყარო,მხოლოდ ჩემი თვალი…)

3სექტემბრიდან მოყოლებული ქუვეითში,გაცვლითი პროგრამით,უფრო სწორად,ქუვეითის უნივერსიტეტის სტიპენდიით- სამი სტუდენტი საქართველოდან.

ოთხ თვედ გაჭიმული პირველი სემესტრი,სემესტრის მერე კი,როგორც ყველგან,ასევე აქაც დასვენება,თუმცა დასვენებასაც გააჩნია, თვე და ერთ კვირას ეხუმრები?!

ხოდა დაიბადა იდეაც – მოგზაურობა!

სად? -იორდანიაში!

მთლად ასე მარტივად არ გადაწყვეტილა,მაგრამ სხვა ვარიანტები ნელ-ნელა გამოირიცხა,დეტალები დაზუსტდა….შემდეგ ბილეთები,შავად მოხაზული ტური…ამას მოყოლებული აეროპორტი,ყველა საჭირო პროცედურითურთ,მერე ბოინგი – კატარის ავიახაზები….და ასე და ამგვარად, დღის მეორე ნახევარში უკვე იორდანიაში!

ჩვენს ბედზე დრო გადაიწია,ორი საათით ავცდით საქართველოს,ერთით-ქუვეითს,აქიდან გამომდინარე პატარა „ლაბსუსიც“,მანქანამ ერთი საათით გვიან მოგვაკითხა,როცა ჩვენ უკვე ტაქსით ვუახლოვდებოდით ამანს…!

ისე ქართველს რომ აღმართ-დაღმართი გაგაკვირვებს და გაგახარებს,მაგრამ 4თვიანი ქუვეითელობის მერე,თვალს და გულს ესიამოვნა ….

 

სასტუმრო -ქალაქის ცენტრში,

ქალაქის ცენტრი- ჭუჭყიანი ,

კიდევ ხმაური, ხალხმრავლობა და ნაგავი,როგორც გასაყიდი,ასევე ასე პირდაპირ ქუჩაში მოსროლილი…..

ეს ერთი შეხედვით,მაგრამ როცა მოტივაცია გაქვს,თან ენთუზიაზმსაც არ უჩივი,არც ნაგავი შეგაშინებს (გაგაჩერებს) და არც ხალხმრავლობა…

ისე გასაყიდ ნაგავს რაც შეეხება,ამას მერე და მერე აცნობიერებ რომ ნაგავია,თორემ ახალჩასულზე ყველაფერი მოგწონს,უცხოა,მერე რა რომ დიდწილად ყალბი…:) თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამახსოვროდ რაიმე ტრადიციულს ვერ მიაგნებ,გამორიცხულია! მაღაზიების მეტი რა არის….

პირველ დღესვე რომაულ თეატრს ვესტუმრეთ…მერე, თუ არ ვცდები, ყოველდღე ვსტუმრობდით,განა რაიმე განსაკუთრებული,უბრალოდ ქალაქის ცენტრშია მთლად და როგორ გინდა გვერდი აუარო,თან დაბნეული ტაქსისტების (არ გაგიკვირდეთ,თუ  წასასვლი გზის სწავლება მათთვის თქვენ მოგიწიათ) მთავარი საორიენტაციო წერტილია….

ისე ამანში თუ ხარ აბდულას მეჩეთი და ბაღი, ჯებელ ალ-ქალა’ას ციტადელი,არქეოლოგიური მუზეუმითურთ ღირს რომ ნახო….აბა,მხოლოდ სუვენირებისთვის ხომ არ ჩამოსულხარ, შე კაცო….

სავარაუდოდ ახლა მიპასუხებდი,სუვენირები რა შუაშია პეტრა მაქვს სანახავიო, მართალი ხარ, პეტრა ნამდვილად ღირს სანახავად,მაგრამ მე მაინც გირჩევდი პეტრა ბოლოსთვენ გადაგედო,რადგან ჩემი პირადი აზრია,რომ პეტრაზე უფრო ‘’დიდს’’ იორდანიაში ვერაფერს აღმოაჩენ(იქნებ,ვცდები და უბრალოდ მე არ მიძებნია კარგად,ვინ იცის….)

ხოდა ასე ნელ-ნელა ქალაქ-ქალაქ მიუახლოვდე კულმინაციას ჯობია,თორემ იქნება პეტრას მერე სხვაგან წასვლა არც მოინდომო….

 

მე მაინც პეტრამდე მადაბა,მაუნთ-ნებო და მკვდარი ზღვა დავათვალიერე….მაუნთ-ნებოზე ბევრს ვერაფრს გეტყვი,დაკეტილი დამხვდა,თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ შენც დაკეტილი დაგხვდება თან ისე მაინც ავღნიშნავ,რომ იქ ხარ, საიდანაც მოსემ  ‘’აღთქმული მიწა’’ იხილა…… მოსეს მემორიალსაც ადვილად მიაგნებ,მიგნება რა საჭიროა,პირდაპირ დაინახავ, და მაინც თუ ინფორმაციის ნაკლებობა შეგაწუხებს,აქვეა მუზეუმი,-გამოგადგება!

ახლა ჩემს ტურს დავუბრუნდები, 1 იანვარი, დილა ,გეზი ავიღეთ მადაბისაკენ…

ამანიდან დაახლოებით საათ-ნახევრის სავალზე,ისე სადაც მაუნთ ნებოს ნახვა გადაგიწყვეტია,მადაბაშიც შეიარე,ერთ გზაზეა,დროს არ დაკარგავ…. თან ყოველდღე ხომ ვერ მოხვდები ‘’მოზაიკების ქალაქში’’

ხო,ანუ მადაბა(ბიზანტიური) მოზაიკების ქალაქია და ესეც რომ არა ,ვიწრო ქუჩები,ბერძნულ-ორთოდოქსული ეკლესიები და ამათ გვერძე მეჩეთები….ქრისტიანები და მუსლიმები ერთად,ერთ ქალაქში საინტერესო სანახავია….

სუვენირების მოყვარულებო კარგ ადგილად მოხვდით,დამიჯერეთ!

მაგრამ სუვენირები იქით იყოს,ახლა კონკრეტულად რა გვინდა მადაბაში,აუცილებლად დავათვალიეროთ წმინდა გიორგის სახელობის ბერძნულ-ორთოდოქსული ეკლესია, სხვა თუ არაფერი აქ არსებული მეექვსე საუკუნის მოზაიკური რუკა (ახლო აღმოსავლეთის)შექმნის ეფექტს ….. შემდგომ მუზეუმშიც შევიაროთ,უკეთესად გავერკვევით…:)

თუმცა მადაბა ერთი ტაძრით,რა თქმა უნდა,არ იწურება…. კიდევ არაერთ მოზაიკურ ეკლესიას შეხვდები და ღირს სანახავად!

მე პირველი იანვარი მკვდარი ზღვით დავაგვირგვინე,მერე რა რომ ზამთარი იყო,წყალი მაინც თბილი და სასიამოვნო- საბანაოდ!

რა დაგიმალო და მკვდარი ზღვა ცოტა ძვირიანი სიამოვნებაა, წინასწარვე იცოდე,მერე ფაქტის წინაშე რომ არ მოგიწიოს დადგომა, აქ თუ ბანაობა გადაწყვიტე კერძო პლაჟზე უნდა იბანაო,ჩვენი მძღოლი ამბობდა, ასე უფრო დაცულები იქნებითო..:დდდ  ისე მარტო ბანაობაც არაა,აქ ზღვაში ტივტივს და ‘’არ ჩაძირვის უნიკალურობას’’ აქვს „მუღამი“ (უკარავად ჟარგონისთვის)…მერე ტალახის აბაზანებიც…..(სამკურნალოა და სავარაუდოდ ეფექტურიც)

……………………..

ორ იანვარს ჩვენ გადავწყვიტეთ პეტრა !

დილის ექვს საათზე, გასვლა „ჯეთ ბასების“ ცენტრალური ოფისიდან……

ავტობუსები- კომფორტული,

მგზავრობა- სამ საათ ნახევრიანი,ერთი გაჩერებით (“for enjoying”-ასე გამოაცხადა მძღოლმა….)

კარგი იყო მგზავრობა არ დავღლილვარ,ცოტა ნისლმა დამაფიქრა,მაგრამ ღვთის წყალობით მშვიდობიანად ჩავედით,

პეტრასგან 500მეტრში ვადი მუსაა-ტურისტული ზონა…

ის 500-სი მეტრი მე ცოტა მეტი მეჩვენებოდა ფეხით ჩამოსეირნებისა და ასეირნებისას,თუმცა  კარგი იყო მაინც თვალს წყალს დაალევინებდი (ისე პეტრაში რომ მიდიხარ, ვადი მუსადან „წყლის დალევინება’’ რათ უნდა თვალს, ეგ კიდე ცალკე თემაა….)

გზად არაერთი,რესტორანი,მაღაზია,სუვენირი,მესამე დღისთვის ამ ჩაყოლებაზე უკვე გვიცნობდნენ- სტუდენტები საქართველოდან,ოღონდ ქუვეითში რომ სწავლობენ, ისინიო..:დდდ

 

ახლა პეტრა,ინდიანა ჯონსი არ მინახავს,უფრო სწორად კი ვნახე,ოღონდ ცვილის იყო….მეტი არც მაინტერესებდა პრინციპში…..

სანამ კლდეებს შორის გაუყვები გზას,  მანამ განსაკუთრებულს ვერაფერს გრძნობ ცივი სილამაზის გარდა…მაგრამ გაუყვები ! და აი, რომ შეხვალ მერე ტვინი ფორმატდება…….მერე ცდილობ ყველაფერი „შეისრუტო“ რადგან  ბანალურად რომ ვთქვა,სხვა სამყაროში გადმოხვედი!

მიუყვები გზას ტურისტებთან ერთად, გზა ეს პირობითად,თორემ ისე ვიწრო გასასვლელია , ორივე მხარეს კლდეები,თუმცა ინფორმაციული მცირე ზომის  „ბილბორდები“ ამ კლდეებშიც არაერთგან შეგხვდება,კეთილი ინებე,გაჩერდი და გაეცანი…..

აქ ზევით აძრომა, გადაძრომა და ა.შ. აკრძალულია,პრინციპში არცაა საჭირო სულსწრაფობა,რადგან წინ საძრომიალოსაც  არაერთგან შეხვდები…..(მაგრამ მე მაინც ამ თემაზე არ უნდა ვლაპარაკობდე..:დდდ)

 

მოკლედ რაღა გავაგღძელო და ასე აღმოჩნდებით  ტაძართან,ჯერ აზრზე მოვიდეთ  ანუ 2-3 წუთი ჩუმად ვაკვირდებით,მაგრამ ვიღაც აუცილებლად გამოგაფხიზლებს და ვირს შემოგთავაზებს,ან ცხენს…მაგან  რა იცის,რომ დათვალიერებისთვის ვართ ჩამოსულები და არა ერთი „გაჭენებისთვის“-თუმცა მთლად ასეც არ უნდა მეთქვა,წინ იმდენია სასიარულო,იქნებ შუა გზიდან მართლა ვირი ვინატროთ,ისე არც  ეგ არის პრობლემა,ვინატრით და ორ წუთში იქ გაჩნდება,პრინციპში რომც არ ვინატროთ მაინც არაერთხელ შემოგთავაზებენ….

ვირს და ცხენს არა, მაგრამ აქლემის ცდუნებას ვერ გავუძელი….ახლა ეს როგორ მოგიყვეთ და როგორ განგაცდევინოთ  არ ვიცი……….,მოკლედ,პეტრას სიძველეებში აქლემზე რხევა,ხელში სადავე…..ნელა  მიირწევი….(თუ წარმოგიდგენიათ ხომ კარგი,თუ არადა რომ გამოსცდით, მერე  მიმიხვდებით)

ორ დღედ გავყავით პეტრა,მეორე დღეს რომაულ თეატრს დავუბრუნდით და ახლა მეორე მიმართულებით  „იალაააა!“(ეს არაბული სიტყვაა -ემოციით გაჯერებული “წავედით, აბა ჰე!”)

აქ ტურისტი ბევრია,მაგრამ თუ მარტო სიარულის იდეა უფრო გხიბლავს, მყუდრო ადგილებსაც მოძებნის კაცი….პეტრაში მეორე დღის მეორე ნახევარში უკვე ის მომენტია,ჰორიზონტზე ერთ ტაძარს რომ დაინახავ მხოლოდ და ფიქრობ,რომ ეს ბოლოა ,დაასრულე,შემოიარე,დაათვალიერე,ამოწურე! თუმცა ეგაა უნდა ამოისუნთქო და იმის იქით კიდევ რაღაცა დაილანდება…..ხოდა ადგილზე ვერ გაჩერდები,ახლა იმ სიძველისკენ მიგიწევს გული,უნახავად არ გამოგდის(მე ყოველ შემთხვევაში)  ……..მერე რა რომ დაიღალე,სინამდვილეში ხომ ასე დაღლისთვის ჩამოხვედი, აბა, ნებივრობა და დასვენება სახლშიც შეიძლებოდა…..

2დღეში შემოვიარეთ პეტრა,იქნებ გამოგვრჩა კიდევაც ბევრი რამ,თუმცა იმ ჰორიზონტზე წინა აბზაცში,რომ ვლაპარაკობდი,უკვე მართლა აღარაფერი ჩანდა……

ისე თუ პეტრაში გაჩერდები ვადი რუმიც დაათვალიერე,-ქვიშა-ქვებისგან და გრანიტის კედლებისგან შემდგარი  ხელშეუხებელი სივრცეაო….

კიდევ აქაბაში წასვლაც ვადიდან უფრო გაგიიოლდება, ვიდრე ამანიდან და მაინც თუ  უკან დაბრუნება გადაწყვიტე,ქერაქს ჯერაშსა და იორდანეს უყურადღებოდ ნუ დატოვებ…

პრინციპში ამით არ ამოწურულა იორდანია,ეს იქნებ ზღვაში წვეთია საერთოდ(თუმცა არა,ზღვაში წვეთი ნამდვილად არაა!),მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ უკან დავბრუნებულიყავით,რატომ და რისი გულისთვის არამგონია თქვენ დაგაინტერესოთ!

მოკლედ სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა….

ჩემთვის გაამართლა!

თქვენ რაც შეგეხებათ,წარმატებებსა და კეთილ მგზავრობას გისურვებთ!

ია ბახია

663 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2014
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031