საქართველოს საპატრიარქოს დაარსება და მისი ადგილი მართლმადიდიებლულ დიპტიხში

საინტერესო ფაქტები

„XI საუკუნემდე საქართველოს დღევანდელი დამოუკიდებელი კათალიკოსი როდი ჰყავდა. ქართული სამღვდელოების წინამძღვრად მიაჩნდათ მცხეთის არქიეპისკოპოსი. XI საუკუნის საქართველოს მეფემ, რომელიც არქიეპისკოპისით უკმაყოფილო იყო,  კონსტანტინოპოლის იმპერატორსა და პატრიარქს სთხოვა, გამოეგზავნა სამღვდელო პირი, ვისაც შემდგომში კათალიკოსად განაწესებდა.“   ეს სიტყვები გამოაქვეყნა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულმა საეკლესიო აკადემიამ ნაშრომში „საქართველოს ისტორიული აღწერილობა“, რომელიც იმ მიზნით იყო შეთხზული, რომ უმნიშვნელო გაეხადათ და ადვილად გაეუქმებინათ ქართული ეკლესიის საკათალიკოსო, შემდგომში მოსკოვის ეკლესიისთვის რომ დაექვემდებარებინათ.

საქართველოში კათალიკოსობის დაწესების შესახებ უცხოელი მწერლების უშუალო მოწმობანი არ გაგვაჩნია, არსებობს მხოლოდ მყარი და ერთსულოვანი ადგილობრივი გადმოცემა, რომლის მიხედვითაც კათალიკოსობა დაწესდა მეფე ვახტანგ გორგასლის მეფობისას, ხოლო  რაც შეეხება პატრიარქის ტიტულს,  მცხეთის საკათალიკოსომ მას შემდეგ მიიღო და დაამკვიდრა, რაც საქართველოს ეკლესია გაფართოვდა და შეიძინა ბერძნული საპატრიარქოს გარეგნული ნიშნები და, როგორც ჩანს, ეს არ იყო უცხო და საპრეტენზიო არც ბიზანტიის   იმპერატორებისა   და  პატრიარქებისთვის.  ამჟამად მიჩნეულია, რომ საქართველოს პირველი კათალიკოს პატრიარქი გამოჩნდა მეფე გიორგი I-ის დროს. მელქისედეკ I იყო ბაგრატ მესამის ნათესავი და მისივე გაზრდილი. ის იყო დიდებულთა შვილი. მის სახელს ხშირად ვხვდებით „ქართლის ცხოვრებაში“ მისი დამსახურების გამო.

საქართველოს საპატრიარქოს დაარსებას წინ უძღოდა მთელი რიგი საშინაო თუ საგარეო რეფორმები, რომლებიც ბაგრატ III-ის სახელთანაა დაკავშირებული.

X-XI საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა დასავლეთ საქართველო და შიდა ქართლი, კახეთის საქორეპისკოპოსო და ჰერეთის სამეფო დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები იყვნენ.

ბაგრატ III-ის (975-1014 წწ) უმთავრესი საზრუნავი ქართული მიწა-წყლის გაერთიანება იყო.

ქართლსა და დასავლეთ საქართველოსი მდგომარეობის განმტკიცებისა და დავით III  ტაოს მეფესთან კონფლიქტის მოგვარების შემდეგ,  ბაგრატ III-ის საზრუნავი კლდეკარის ერისთავის რატი ბაღვაშის  დამორჩილება იყო. საბოლოოდ, X  საუკუნის ბოლოს ბაგრატის ხელისუფლება  ქართლსა და დასავლეთ საქართვეოში უკვე სრულიად რეალური იყო. 989 წელს კლდეკარის ციხის აღების შემდგომ, ბაგრატმა კლდეკარის გამგებლობა თავის ერთგულ ზვიად მარუშიანს გადასცა, როგორც მოხელე ერისთავს. მას შემდეგ რაც 1008 წელს გურგენ მეფის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატმა მემკვიდრეობით მიიღო მამამისის სამფლობელო- ამიერტაო, შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი ყურადღება მიაპყრო კახეთს და მოითხოვა ქართლის ციხეები, გრუა და წირქვალი ქსნის ხეობაში, რომელიც კახეთის მთავარს, დავით ქორეპისკოპოსს ეპყრა. დავითმა არ ისურვა ციხეთა დათმობა ამიტომ ბაგრატმა გაილაშქრა  ჰერეთზე, დაიპყრო იგი და თავისი გამგეობა აღადგინა, მაგრამ მას ხელმოერედ მოუხდა გალაშქრება, რადგან ჰერმა დიდებულებმა თავისი  ქვეყანა ისევ დავით  ქორეპისკოპოსს გადასცეს. ორი  წლის განმავლობაში, 1008-1010 წლებში ბაგრატმა დაიპყრო ჰერეთიც.

ბაგრატსავე ეკუთვნოდა სკანდის ციხე, რომელიც ,როგორც ჩანს, მეფის საზაფხულო საჯდომთაგანი ყოფილა. ბაგრატ მეფეს სატახტო ქალაქად ტფილისი ჰქონია. როგორც იტალიელი დესპანი აღნიშნავს, მეტეხის ციხე საკმაოდ კარგად ნაშენი ყოფილა, ქალაქი კი მჭიდროდ დასახლებული.

საქართველოს ის ნაწილი, რომელიც ბაგრატ მეფის საბრძანებელს შეადგენდა მშვენიერ და ნაყოფიერ ქვეყნად აქვთ აღწერილი  იტალიელ დესპანებს.იოსებ ბარბაროს სიტყვით, საქართველოს მკვიდრნი მშვენიერნი და მოსულნი ყოფილან, ქონებრივადაც შედარებით კარგ მდგონარეობაში იმყოფებოდნენ.

ვახტანგ გორგასლის მსგავსად, ბაგრატ მესამემ გააერთიანა ზემო და ქვემო იბერია, ამიტომაც ის, მემტიანეთა თანახმად, თავისი დიდებით, ძალით და გონებით ქართლის მეფეთა შორის ერთადერთი იყო მსგავსი ვახტანგ გორგასლისა (იგულისხმება VI საუკუნიდან XI საუკუნემდე).

ქუთაისის ტაძრის კურთხევის დროსო, – წერს მემატიანე – ბაგრატ მესამემ შეკრიბა, „ყოველნი დიდებულნი ზემო და ქვემო მამულისა და  სამეფოსა მისისა მყოფნიო“.

მკვლევარ-ისტორიკოსების ვ.დონდუასა და გ.წულაიას თანახმად, „ქვემო მამულში“ და „ზემო მამულში“ იგულისხმება ცალ-ცალკე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო.დასავლეთ საქართველო თავისი გეოგრაფიული პირობებით წარმოადგენდა „ქვემოს“, ხოლო  „ზემოს“ ქართლის სამეფო.

„ქვემო“  და „ზემო“ იბერიის გაერთიანებას „ერთიანი საქართველოს სამეფოს“ საზღვრებში, საეკლესიო კანონების თანახმად, თან უნდა მოჰყოლოდა „ზემო იბერიის (მცხეთის) საკათალიკოსოსა და „ქვემო იბერიის“ (აფხაზეთის) საკათალიკოსოს გაერთიანება საქართველოს ერთიან ეკლესიად, რადგან ძველთაგანვე არსებული და მსოფლიო კრებათა დადგენილებით, ეკლესიის საზღვარი თან უნდა ემთხვეოდეს სახელმწიფო-ადმინისტრაციულ საზღვარს.

მართლაც, ერთიან საქართველოს სამეფოში შეიქმნა ერთიანი საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფოს შიგნით არსებული ორი საკათალიკოსოსგან. ქართველი ერის ორი ავტოკეფალური ეკლესიისგან და, აგრეთვე, ჩრდილოეთ კავკასიის, კასპიის ზღვისპირეთსა და სომხეთის მართმადიდებლური ეკლესიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა საქართველოს საპატრიარქო. შექმნისთანავე მის პირველ პატრიარქს, მელქისედეკ I-ს, „აღმოსავლეთის პატრიარქი“ უწოდეს მის იურისდიქციისქვეშა ტერიტორიების სიდიდის გამო. მელქისედეკ კათალიკოსისაგან ბევრი სიგელ-გუჯარი შემოგვრჩა. ბაგრატ მეფის 1040 წლის სიგელი დაწვრილებით მოგვითხრობს თუ როგორ იღვწოდა მელქისედეკ კათალიკოსი მცხეთის ეკლესიის უწინდელი დიდების აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ  მისი აღსაყდრების დღე აღნიშნული არ არის, უნდ ვივარაუდოთ, რომ ეს მოხდა XI საუკუნის დასაწყისში, ან, შესაძლოა,  X .

მელქისედეკ კათალიკოსი, რომელმაც პირველმა ისარგებლა ამ წოდებით, ბიზანტიაში იმპერატორების კარზე:  ბასილთან (970-1025),  კონსტანტინესთან (1025-1028)  და რომანოზთან (1028-1034) მიღებული და დაფასებული პიროვნება იყო, მათგანვე მიიღო მელქისედეკმა მატერიალური დახმარება და შეწირულობანი მცხეთის სვეტიცხოვლის მშენებლობისათვის, მიიღო სოფლები ბიზანტიის ტერიტორიაზე. ეს ის ეპოქაა, როდესაც არაბებმა ხანგძლივი ბატონობის შედეგად გაძარცვეს საქართველო და გაზიდეს ყველაფერი, რაც კი ძვირფასი ებადა მას. ქვეყანას აღარ შესწევდა ძალა დამოუკიდებლად აღმდგარიყო სხვა რომ არა, მთავარი ტაძრის აღდგენას მაინც სჭირდებოდა იმპერიის დახმარება. სწორედ ამიტომ განიზრახა კათალიკოსმა კონსტანტინოპოლში გამგზავრება და მოგზაურობით უფრო მეტს მიაღწია ვიდრე მოელოდა.

საქართველოს პატრიარქად დადგომისთანავე მელქისედეკი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში ბასილი II-თან, ჩანს ,იმისთვის რომ კონსტანტინოპოლს ეცნო ქართული ეკლესიის საპატრიარქო ღირსება .

კონსტანტინოპოლში მოლაპარაკებისთვის თვით საქართველოს ერთიანი მეფეც ჩასულა. ბასილი II  და ბაგრატ  III, როგორც მემატიანე აღნიშნავს, მოლაპარაკების თემა ეხებოდა ქართული ეკლესიის საკითხებს.კერძოდ, „კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტიცხოველს“. ქართული წყაროების თანახმად, „კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტიცხოველი“ ეწოდებოდა არა საეკლესიო შენობას მცხეთაში, არამედ საქართველოს მთლიან ეკლესიას, რომლის იურისდიქცია ვრცელდებოდა პონტოს ზღვიდან დარუბანდის ზღვამდე. ერთიან ქართულ ეკლესიას ეწოდებოდა ასევე „წმინდა მცხეთა“. ამიტომაც, როდესაც მემატიანე წერს ბაგრატ III (ან მისი წარმომადგენელი მელქისედეკი) კონსტანტინოპოლში გაემგზავრა „სვეტიცხოვლის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის  საკითხების გადასაჭრელადო“, გულისხმობს,  რომ საკითხი   მთლიან საქართველოს საპატრიარქოს შეეხებოდა.

ბაგრატ III ბიზანტიის სამეფო კარზე ავტოკეფალიის დასამტკიცებლად კი არ წასულა (ავტოკეფალია უკვე ჰქონდა საქართველოს), არამედ იმისთვის, რომ საიმპერატორო კარს ეღიარებინა ქართული ეკლესიის ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად-საპატრიარქოდ გაერთიანება და ეღიარებინა პირველი პატრიარქი ქართული ეკლესიისა. ამასთანავე, ბაგრატი საპატრიარქოს იურისდიქციის ფარგლების განსაზღვრისთვისაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

მოლაპარაკებების შედეგად, საიმპერატორო კარმა ცნო, როგორც ქართული საპატრიარქო ღირსება, ასევე მისი იურისდიქცია შავი ზღვისპირეთში. მეტიც, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ,  საქართველოს საპატრიარქო ცენტრისთვის-სვეტიცხოვლის ტაძრისთვის რესტავრაციისთვის შესწირა მდიდარო მონასტერი და 105 სოფელი. თავის მხრივ, ბაგრატმა გაათავისუფლა ეკლესია გადასახადებისგან და შესწირა უამრავის მიწა.

X-XI საუკუნეებში გაძლიერებული ქართული საჭეთმპყრობელნი დიდი გეგმების განხორციელებას, რომ ისახავდა მიზნად და ფიქრობდნენ  მცხეთის საკათალიკოსო ტახტისთვის დაექვემდებარებინათ მეზობელი ქვეყნების ქრისტიანებიც, ეს მშვენივრად ჩანს ჩრდილოეთ კავკასიაში, ინგუშეთში,  მდებარე ტაძრის, ტყეობა-ერდოს ქართული  დაპიდალური წარწერებიდანაც, რომელშიც საქართველოს კათალიკოს პატრიარქი მელქისედეკი „აღმოსავლეთის პატრიარქადაა“ წოდებული. აქ, „აღმოსავლეთში“ თუნდაც რომ მხოლოდ საქართველო იყოს ნაგულისხმევი, „აღმოსავლეთის პატრიარქის“ ტიტული მინიშნებას მაინც შეიცავს ქართული ეკლესიის  მეთაურის პრეტენზიებზე, იმაზე, რომ მას განსაზღვრული აქვს მცხეთის საპატრიარქოს სამწყსოს  გაზრდა- გაფართოება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ იმ ხანებში წყაროებში „აღმოსავლეთი“ საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებისთვისაც შეიძლებოდა  ეწოდებინათ.

აღმავლობის გზაზე მდგარი ქართული ეკლესია მთელს კავკასიაში, რომ ცდილობდა თავისი გავლენის გავრცელებას, ეს იმითაც აიხსნება, რომ ქრისტიანული ეკლესია, საზოგადოდ, მიზნად ისახავდა მთელი მსოფლიოს, მით უმეტეს, მეზობელი მხარეებისა და ქვეყნების, მწვალებელთა, სხვა რელიგიების მიმდევართა  „ჭეშმარიტ გზაზე“ დაყენებას.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაში. ქართული ეკლესიის გაძლიერებას ზოგიერთი სომეხი  საეკლესიო მოღვაწე  ხედავდა და აღიარებდა. მაგალითად  XII საუკუნის ცნობილი სომეხი საეკლესიო მოღვაწე ნერსეს ლამბრონაცი სომხური ეკლესიის  კრიზისიდან თავის დაღწევის საშუალებად ქართული ეკლესიისადმი მიბაძვას და  ბიზანტიაზე ორიენტაციის აღებას მიიჩნევდა.

XI  საუკუნეში საქართველოს ეკლესიამ თვითნებურად კი არ მიიკუთვნა საპატრიარქო ღირსება, არამედ მას ჰქონდა ეკონომიკური საფუძველი საპატრიარქო ეწოდებინა. ქართული ეკლესიისთვის-საფუძველი VI მსოფლიო კრების დადგენილება იყო. მანამდე კი, VII საუკუნის 30-40-იან წლებში ანტიოქიის საპატრიარქო კრების მიერ მიენიჭა უფლება საპატრიარქო ეკლესიად წოდების.

მეექვსე საეკლესიო კრებას კანონები არ შეუმუშავებია, ამიტომ კრების დადგენილება მხოლოდ დაინტერესებულმა მხარემ – ქართულმა ეკლესიამ შემოგვინახა, 681 წლის კრების შემდეგ ქართული ეკლესია  ითვლება საპატრიარქო ეკლესიად ანუ სამამთავრო ეკლესიად,  რომ ის სრულებით თავისუფალია და არც ერთ პატრიარქს არ ექვემდებარება. უნდა დავასკვნათ, რომ ბიზანტიას რომ არ ეცნო საქართველოს  საპატრიარქოს ღირსება, საპატრიარქო ცენტრს-სვეტიცხოველს  და საქართველოს პატრიარქს, მელქისედეკს, არ გადასცემდა მონასტერ კისტორიას, რომელსაც 105 სოფელი ჰქონდა და სხვა შესაწირი.

უკვე IX-XI საუკუნეებში, იდეამ, ამიერკავკასიის ხალხების გაერთიანების შესახებ, განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამიერკავკასიის პოლიტიკური გაერთიანებისთვის იდეოლოგიური წინამძღოლობის  შექმნის  საქმეში დიდ როლს ასრულებდნენ  ქართული და სომხური ეკლესიები. ქართული და სომხური ეკლესიების სწრაფვა კი, გაბატონებულიყვნენ ამიერკავკასიაში, ხელს უწყობდა კავკასიის ერთიანობის იდეის შემდგომ  განვითარებას.

ბიზანტიას საკუთარი ინტერესები გააჩნდა კავკასიაში. მის მიზანს წარმოადგენდა  სომხეთში გაბატონება და სომხური ეკლესიის ქალკედონიზმზე მოქცევა – „ბერზნულ ქრისტიანობაზე“. ამის გამო ნიკოლოზ მისციკოსსაც, იმპერიის სამოქმედო მიზანს შესაბამისად, ცარიელი სიტყვით და არა საქმით, ანგარიში გაუწევია  სომხეთის პატრიარქის  დარასხანაკერცის პრეზენტაციებისათვის ქართული ეკლესიის მიმართ. სხვათა შორის, ამ ხანებშიც  სომხური ეკლესიის პრეტენზიის  შემორჩენას ქართული ეკლესიის იურისდიქციულად დაქვემდებარების თაობაზე, ნაწილობრივ მაინც ის გარემოებაც უნდა  კვებავდეს, რომ  ქარტული ეკლესიის  საჭეთმპყრობელი- კათალიკოსი, გარკვეული მიზეზების გამო ჯერ კიდევ  არ იყო გაპატრიარქებული.  ჩვენი კათალიკოსის გაპატრიარქება, როგორც უკვე ავღნიშნეთ , მხოლოდ   მელქისედეკ I – ის    დროს   (1012-1030)   1039-1048  წლებში მოხდა.     რაც შეეხება   ბიზანტიის ეკლესიისადმი  დაპირისპირებული სომხური ეკლესიის   „მამამთავრებს“,   ისინი  ამ დროისათვის კარგა ხნის გაპატრიარქებულნი ჩანან.

საქართველოს საპატრიარქოს წარმოშობამდე არ არსებობდა  ქართული  ეკლესიის  მეთაურების ღისების ბიზანტიელ იერარქიების ღირსებასთან   შედარების  საჭიროება, ამიტომ ქარტულ ეკლესიაში დიპტიხი  არ გამოიყენებოდა.

საპატრიარქოს შექმნამ წარმოშვა საკითხი, თუ პატრიარქთა  რიგში,  რომელ ადგილზე უნდა დაეყენებინათ,  ანდა  რომელი პატრიარქის შემდეგ უნდა ეხსენებინათ ახალი პატრიარქი- ქართული ეკლესიის მეთაური.მართალია,იმ დროისათვის  ზოგიერთი არამარლმადიდებელი ეკლესიის მეთაურსაც ქონდა პატრიარქის ტიტული,მაგრამ  ამ პერიოდისთვის  მსოფლიო მართმადიდებლურ ეკლესიაში, მხოლოდ ხუთი პატრიარქი არსებობდა, რასაც მსოფლიო საეკლესიო კრებებიც ადასტურებდა. გადახედეს პატრიარქების რიგს და დაადგინეს, რომ ახალი ქართველი პატრიარქი იყო მეექვსე პატრიარქი- რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქების შემდეგ. ასე შედგა მართმადიდებლური ეკლესიის დიპტიხი.ქართული ეკლესიის დიპტიხი უკვე არსებობდა საეკლესიო განყოფამდე რომსა და კონსტანტინოპოლდ შორის და ამიტომაც  ამ განყოფამდე არსებული დიპტიხი უცვლელად გადადიოდა საუკუნეების განმავლობაში საბუთიდან საბუთში.

დიპტიხში ქართულ ეკლესიას მეექვსე ადგილზე რომ აყენებდნენ, ეს შემდეგიდანაც ჩანს:

საქართველოს საპატრიარქო შეიქმნა მსოფლიო ქრისტიანების კაოლიკეებად და მართლმადიდებლებად გაყოფამდე,რაც 1054 წელს მოხდა.ამის შედეგ,ქართული ეკლესია მარად მართლმადიდებელთა ოჯახის წევრი იყო,ამიტომაც გაყოფის შემდგომ შედგენილ საბუთებში რომის პაპი აღარ იხსენიებოდა  მართლმადიდებელ პატრიარქებთან კავშირში.გამონაკლისია ქართული ეკლესიის დიპტიხი,მასში რომის პაპის სხვა აღმოსავლელი პატრიარქების  გვერდით დაყენება მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ეკლესიის დიპტიხი შედგენილია საეკლესიო განყოფამდე.

დიპტიხი   არის   მართმადიდებელთა  ღვთისმსახურების   დროს ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების    რიგრიგობითი    მოხსენება,  ანუ   მსოფლიოს მართმადიდებელ    ეკლესიათა    მეთაურების     მოხსენების   რიგი. იგი გამოხატავს  სულიერსა  და კანონიკურ  ერთობას  მართმადიდებელ ეკლესიათა შორის.

ამრიგად,მცხეთის  (საქართველოს)  საპატრიარქოს საყდარი  დადგა იერუსალიმის  საყდრის შემდეგ, ქართული ლიფცისის შედგენისას  გათვალისწინებული იქნა  მეორე მსოფლიო კრების  მესამე, ქალკედონის  28-ე,  ტრულის 36-ე კანონები და მიიღო ასეთი სახე:

  • რომის საყდარი.
  • კონსტანტინოპოლის საყდარი.
  • ალექსანდრიის საყდარი.
  • ანტიოქიის საყდარი.
  • იერუსალიმის საყდარი.
  • მცხეთის ( სვეტიცხოვლის)  ტაძარი.

ბიზანტიის იმპერიაში გაბატონებული იყო „პენტარხიის თეორია“ მსოფლიოში ხუთი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობის შესახებ.ეს თეორია გამოგონილი იყო ბიზანტიური საიმპერატორო და საპატრიარქო კარის მიერ. თვით იმპერიაშივე არსებობდა მეექვსე ავტოკეფალური   ეკლესია კვიპროსის ეკლესიის სახით.იმპერიის გარეთ ა ძველთაგანვე არსებობდა იბერიის ავტიკეფალური ეკლესია, მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიებში და მათ შორის საქართველოშიც, იცნობდნენ პენტარსიის თეორიას მასში კორექტივებიც შეჰქონდათ.

დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ რომის პაპი და აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქი ცნობდა  იბერიის ეკლესიას მეექვსე ადგილზე  იერუსალიმის  პატრიარქის შემდეგ.  ამას მიუთითებს ფერარა – ფლორენციის საეკლესიო კრების დიპტიხი.

1589 წელს  რუსეთის საპატრიარქოს დაარსების შემდეგ მისმა პატრიარქმა დიპტიხში მაღალი ადგილი დაიკავა.  რუსეთის მეფეს სურდა და აღმოსავლეთის პატრიარქებიც არ იყვნენ წინააღმდეგნი, რუსეთის პატრიარქს დაეკავა ადგილი დიპტიხში  ალექსანდრიის პატრიარქის შემდეგ, მაგრამ რადგანაც  წინა საუკუნეებში წმინდა მამათა მიერ  დადგენილი იყო, დიპტიხში  ალექსანდრიის პატრიარქის შემდეგ  ანტიოქიისა და იერუსალიმის  პატრიარქთა ხსენება, რაც დადასტურებული იყო  ტრულის კრების კანონით, ამიტომ აღმოსავლეთის პატრიარქებმა გადაწყვიტეს, რუსეთის პატრიარქის ადგილი  მართმადიდებლურ  დიპტიხში   ყოფილიყო იერუსალიმის  პატრიარქის შემდეგ . ეს ადგილი  რუსეთის  საპატრიარქომ მიიღო არამხოლოდ  ტერიტორიული  სიდიდისა და ეკონომიკური სიძლიერის გამო,  არამედ იმიტომ, რომ ისლამურ  ქვეყნებსი არსებული  აღმოსავლეთის  ყველა პატრიარქი  რუსეთის ქრისტიანულ სახელმწიფოს   იმედის თვალით შესცქეროდა.

ქართული ეკლესიის მეთაური მე-6  ადგილზე მოხსენებას  ქართულ ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე ჰქონდა  უდიდესი  მნიშვნელობა  და ისევე შეუცვლელად ითვლებოდა, როგორც  საეკლესიო კრებათა და მამათა კანონები. ბიზანტიის იმპერიაში გაბატონებული იყო  „პენტარხიის თეორია” – მსოფლიოს ხუთი ავტოკეფალური  ეკლესიის არსებობის შესახებ. ეს თეორია იყო  გამონაგონი  ბიზანტიური საიმპერატორო და საპატრიარქო  კარისა. თვით იმპერიაშივე არსებობდა მეექვსე ავტოკეფალური ეკლესია კვიპროსის ეკლესიის სახით, ხოლო  იუსტინიანემ დააარსა ახალი ავტოკეფალური  ეკლესია, „პირველი იუსტინიანეს“ სახელწოდებით, იმპერიის  გარეთ ძველთაგანვე იბერიის   ავტოკეფალური ეკლესია არსებობდა, მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიებში და მათ შორის საქართველოშიც, იცნობდნენ პენტარხიის  თეორიას და   მასში კორექტივებიც შეჰქონდათ. დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ რომის პაპი და აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქი ცნობდა  იბერიის ეკლესიას მეექვსე ადგილზე  იერუსალიმის  პატრიარქის შემდეგ.  ამას მიუთითებს ფერარა – ფლორენციის საეკლესიო კრების დიფტიხი.

საბოლოოდ, საქართველოს საპატრიარქომ აღიარა რუსეთის საპატრიარქოს ადგილი იერუსალიმის საპატრიარქოს შემდგომ, მაგრამ VI ადგილი  კვლავ ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა.

 მარიამ ბირთველიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები