Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„დოკუმენტური ორშაბათების“ ფარგლებში ფილმ „ლინარის“ ჩვენება გაიმართა

„დოკუმენტური ორშაბათების“ ფარგლებში ფილმ „ლინარის“ ჩვენება გაიმართა
January 21
23:44 2014

1011174_352769798196809_954865275_n20 იანვარს, კინოთეატრ „ამირანში“ NOOSFERA FOUNDATION –მა ფილმ „ლინარის“ ჩვენება მოაწყო. ლინარი რუსეთში მცოხვრები პატარა ბიჭია, რომელსაც გულის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროება, მის ქვეყენაში კი მსგავსი ოპერაციები კანონით აკრძალულია. ფილმი საათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის დროსაც მან მაყურებელზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმის მსვლელობისას კი ბევრი ემოციასაც კი ვერ მალავდა.

1601128_352281534912302_1006143869_nფილმის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორების ეგიდით გაიმართა დისკუსია. საღამოზე მოწვეულმა ექიმებმა ისაუბრეს იმ პრობლემების შესახებ, რაც გულის გადანერგვასთანაა დაკავშრიებული და ასევე დამსწრე საზოდადოებას აცნობეს იმ შესაძლო მოვლენებზე, რაც ამ პროცესს მოჰყვება. საღამო ემოციების ფონზე მიმდინარეობდა.

„ლინარის“ ჩვენების ორგანიზატორი გახლდათ NOOSFERA FOUNDATION, რომელიც 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს დონკუმენტური კინოს განვითარებას კავკასიაში. აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2013 წლის ოქტომბერში საერთაშორისო დოკუმენტური კინო ფესტივალი განახორციელა, რომელიც თბილისში ჩატარდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც საერთაშორისო და კავკასიის დოკუმენტური კინო, ასევე ქართული შემოქმედება. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაყურებელთა მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფონდის ხელმძღვანელობით ტარდება „დოკუმენტური ორშაბათები, რომლის ფარგელბშიც ყოველი თვის რომელიმე ორშაბათს იმართება სეანსი და შემდეგ დისკუსია. სეანსის ლოკაცია, მოდერატორი და სტუმრები ფილმის სპეციფიკიდან გამომდინარე ირჩევა. „ლინარის“ ჩვენებაც „დოკუმენტური ორშაბათების“ ფარგლებში ჩატარდა.

NOOSFERA FOUNDATION თებერვლიდან ახალი პროექტის CineDOC-Tbilisi on Tour–ის განხორციელებას გეგმავს, რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საფესტივალო ფილმების ჩვენებას.

ნიკა ჩერქეზია

ფოტოები მოგვაწოდა NOOSFERA FOUNDATION –მა.

472 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2014
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031