ჩვენი საზოგადოების „არაფერი“

ბლოგი

არაფერი – აბა, დღეს რამდენჯერ თქვით ეს სიტყვა?

არადა,  არაფრის ფონზე ბევრ რამეს შეიძლება პასუხი გაეცეს…

ქუჩაში, ავტობუსში, აუდიტორიაში, სახლში, დარბაზში – ყვირილი, შიმშილი, აგრესია, გაუცხოება, იმედგაცრუება, უნდობლობა, შიში (ერთმანეთის მიმართ).

იმედის მინავლებული ხმა ძლივსღა ისმის,  ისმის ძალიან შორიდან…

დღეს, ხალხს უკვე იმდენად ჰკიდია ყველაფერი, რომ ვეღარ დადის.

გარშემო მძიმე სუნია.

დაძაბულობის, გაურკვევლობის, გაუტანლობის, აუტანლობის, გაუნათლებლობის უხერხულობას მხოლოდ ტელევიზიით ებრძვიან (რეალობას სად გაექცევით?).

არა, მედია რომ ძალიან ზრუნავს ხალხის  გემოვნებაზე „მოკბეჩილი ვაშლი“ და „ჭამე ნოდარიც“ საკმარისია,

არადა, ჩვენში რამდენი გმირია?

თუნდაც ეს ბიჭი,

ერთი შეხედვით მეტისმეტად თავდაჯერებული

მეგობრებთან ერთად კოცონის გარშემო დგას და ხუმრობს

(მომავალი პარლამენტარები და გადაწყვეტილების მიმღებები)

– ეიი, ბიჭო, რას ბლატაობ, მამაჩემი მამაშენივით მაკდონალდსში გამყიდველს მაინც არ აგინებს 80-ლარიანი მენიუ 40 ლარად რომ არ მისცა…  აუ, არ მისცა… (მხეცური სიცილი)

– აუუ, შენ ვისზე რას ამბობ, ბებიაშენი კაკებეშნიკი მაინც არ ყოფილიყო, სარკეში ჩაიხედე, რას გავხარ…

(მესამე კოცონზე გამხმარ ხეს აგდებს) – აუ,თქვენი დედაც …… მე კოცონი გაგიჩაღეთ, თქვენ კი მადლობასაც არ მეუბნებით…

დანარჩენები ჩუმად არიან და ცეცხლს თვალს უშტერებენ.

ვიღაცა ძირს დაგდებულ კონტრაცეპტივს უყურებს, მერე ყველაზე დაბალი სოციალური წრის წარმომადგენელს ეუბნება: აიი, ძმაო, ეს ხარ.

„ძმაკაცებისგან“ აგდებული ჯერ გონებას ძაბავს,

დაცინვის ობიექტს ვეღარსად პოულობს,

თვალებს ხრის და მიწის ქვეშ გასაქცევ ადგილს ეძებს…

(მარაზმია, არა? აი, ასეთია დღევანდელი „ელიტა“)

უკვე, რაც სათქმელი იყო, ყველაფერი ითქვა.

უკვე დიდი ხანია, ვერავინ ვერსად გაიქცევა.

დღეს, ასე ცხოველურად იქცევა ყველა, ვისაც ერთ დროს დასცინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, აგინეს – ერთადერთი იმ მიზეზის გამო, რომ სხვა არაფერი უნახავს…

თავისუფლება თავს შელახულად გრძნობს.

ღამის კლუბებში 15-ლარიანი კოქტეილის ხარჯზე სექსი, გოგოების გვერდით გადაფურთხება, აუდიტორიაში საქმეების გარჩევა, „მამიკოების“ ფულით ბლატაობა, ამომრჩევლების მოტყუება (არა მხოლოდ ამომრჩევლების), მლიქვნელობა, ერთაკორდიანი სიმღერების გაჰიტება, სტუდენტების დაიგნორება, სნობიზმის ხელშეწყობა, ცინიზმით ნაშოვნი პოპულარობა…

მე არ ვცნობ უზნეობით დაბორკილ თავისუფლებას!

თავისუფლება უსაზღვროა და იმხელა შეიძლება იყოს, რასაც ადამიანის ბედნიერება დაიტევს!

„არა, ძმაო, ყველა დაიკიდე და უფრო მეტი მეგობარი გეყოლება“  (ვაი თქვენს პატრონს  და ის საცოდავი, ვინც თქვენთან საქმეს დაიჭერს)

დღეს მივხვდი, რომ შეჯიბრი მაქსიმუმ ერთი წუთი გრძელდება  – ისე უნდა გაიმარჯვო, რომ მთელი ცხოვრება გსიამოვნებდეს.

დიდი სახლის პატარა დიასახლისი  – პატარა ბიჭის დიდი ამბიციები

სასაცილო რეალობა – ფული –  ნერვების, ენერგიის, საყვარელი ადამიანების დათმობა და შემდეგ თავის ნუგეში – „სამაგიეროდ ბოლო მოდის მერსედესი მყავს …“

დღეს მივხვდი, რომ  გულისამრევია, უყურებდე ლიდერობის მოსურნე ადამიანებს, რომელთა შორის  100-დან 99%  მონაა.

დღეს –

დედაჩემი :   მარ, რა მოხდა დღეს?

მე: არაფერი . . .

 

მარი ხუროშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები