Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გრემის დაჯილდოება 2014

გრემის დაჯილდოება 2014
January 28
21:10 2014

Chicago და Robin Thicke, Stevie Wonder და Daft Punk… კვირა საღამოს, გრემის რიგით 56-ე დაჯილდოებაზე, ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო – უამრავი მუსიკალური წყვილი და არაერთი სიურპრიზი.

ელექტრონული დუეტი  „Daft Punk“  4 ნომინაციის გამარჯვებული გახდა. მათ შორის იყო ცერემონიის ყველაზე შესაშური პრიზი – „2013 წლის საუკეთესო ალბომი“ – მათი ალბომისათვის „Random Access Memories“.

465277511

სამ საათ-ნახევრიანი ცერემონიის შემდეგ მაყურებლები ყველა სოციალურ ქსელში გრემის გამარჯვებულებსა და იქ წარმოდგენილ ნომრებზე ჭორაობდნენ. „Facebook“-ის მიხედვით, ტოპ 5 ყველაზე განხილვადი პერფორმანსი არის:

  1. Macklemore/Madonna – „Same Love / Open Your Heart“;
  2. Kendrick Lamar და Imagine Dragons – „Radioactive / M.A.A.D Cit“;
  3. Metallica და Lang Lang – „One“;
  4. Macklemore & Ryan Lewis-ის გამარჯვება „საუკეთესო ახალი არტისტის“ ნომინაციაში;
  5. Beyonce და Jay Z შოუს გახსნა.

ამ უკანასკნელმა ყველაზე ნამდვილად ვერ მოახდინა შთაბეჭდილება. ამ წყვილმა შოუ გახსნა სიმღერის „Drunk in Love“ ახალი ვერსიით, რომლით კმაყოფილიც ყველა არ დარჩენილა. რამდენიმე მუსიკალურმა კრიტიკოსმა გამოხატა გაკვირვება და ისიც კი აღნიშნა, რომ მათი პერფორმანსი ძალიან ცუდი იყო.

Beyonce-Jay-Z-Grammys-2014

რაც შეეხება „Daft Punk“-ის წარმატებას, მისი სამართლიანობა ყველამ აღნიშნა.

შოუზე ძალიან ბევრი დუეტი შედგა. უფრო მეტიც, ვიდრე სოლო შესრულება. „მარტო სიმღერა არავის შეუძლია? ყველაფერი თითქოს დუეტების შეჯიბრს ჰგავდა“- ამბობს კრიტიკულად განწყობილი Bob Lafsetz-ი „თუმცა, მუსიკის ძალა ყველას გვაერთიანებს და იმის თქმა მაინც შეგვიძლია, რომ „Get Lucky“ ნამდვილად წლის საუკეთესო სიმღერაა, Lorde-ს „Royals“-თან ერთად, რომელსაც უდაოდ აქვს რაღაც მომაჯადოებელი!“ აღნიშნავს იგი.

465310685

 

www.cbsnews.com

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

1,675 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2014
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031