Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მთელი სამყარო ერთ პატარა ეკრანში

მთელი სამყარო ერთ პატარა ეკრანში
February 03
12:53 2014

ადამიანები ცდილობენ Facebook-ზე ბევრი დრო არ გაფლანგონ, ვირტუალურ სამყაროს რეალური და ჯანსაღი ურთიერთობები ამჯობინონ, მაგრამ ფაქტი ერთია – Facebook დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და მას თითოეული ასაკის ადამიანი აქტიურად მოიხმარს.

ყველაფერი ერთ სივრცეში, მთელი სამყარო ერთ პატარა ეკრანშია მოქცეული. Aდამიანები Fაცებოოკ-ზე მიჯაჭვულობას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან. ზოგი თვლის, რომ ის 21-ე საუკუნეში კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა, ზოგისთვის Fაცებოოკ-ზე აქტიურობას სამსახურეობრივი საქმიანობა მოითხოვს, ზოგს მიაჩნია, რომ Fაცებოოკ ულევი ინფორმაციის წყაროა, ზოგისთვის კი აღნიშნული სოციალური ქსელი ის სივრცეა, სადაც შეგიძლია დღე დაგეგმო, აღწერო, მეგობრებს შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გაუზიარო და უბრალოდ გაერთო…
მიზეზი იმისა, რომ Fაცებოოკ-ის სამყარომ მიგიზიდოს მრავალია. ეს ის დადებითი მახასიათებლებია, რომლებიც ამ სოციალურ ქსელს სხვებისგან გამოარჩევს, კერძოდ, facebook-ის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ დაზოგონ დრო და ხშირად ეკონტაქტონ მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს. გარდა ამისა, ამ სოციალურ ქსელში თავს იყრის მთელი მსოფლიოს ინფორმაცია, სიახლეები, რაც ადამიანების ინფორმირებულობის დონეს ზრდის და აძლევს მათ საშუალებას – მიიღონ და გაავრცელონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დადებითი მახასიათებელია ისიც, რომ facebookყველა ადამიანის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ის მომხიბვლელია მათთვის, ვისაც არ აქვს დრო მოინახულოს მეგობრები ხშირად,facebook კი საშუალებას იძლევა, რომ თვალყური ადევნონ მათ ცხოვრებას ვირტუალურად. აღნიშნული სოციალური ქსელი ასევე მომხიბვლელია მათთვის, ვისაც უყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის, ვისაც სურს მუდამ ინფორმირებული იყოს. afcebook იზიდავს და აერთიანებს ასევე ცნობისმოყვარე ადამიანებს, ინტერნეტ თამაშების მოყვარულებს ან უბრალოდ თავის თავზე შეყვარებულებს. ასეთი ტიპის ადამიანებსa fcebookაძლევს საშუალებას თავიანთი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინონ.
სოციალურ ქსელ facebook-ის ერთ-ერთ დიდ დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ მისი საშუალებით ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციას ახერხებენ მაშინაც კი, როცა ისინი ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით შორს არიან. თიკო მარიდაშვილი 21 წლის სტუდენტი და Fაცებოოკ-ის აქტიური მომხმარებელია. მისი შეყვარებული უკვე 5 თვეა, რაც საფრანგეთშია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან, Fაცებოოკ საშუალებას აძლევს მათ, რომ ერთმანეთთან ინტენსიური ურთიერთობა შეინარჩუნონ:

,,თუ მე-20 საუკუნეში მონატრების დეფიციტს სამიჯნურო წერილები ავსებდნენ, 21-ე საუკუნის შეყვარებული წყვილები ამ მხრივ უფრო განებივრებულები ვართ… სოციალური ქსელი – Facebook რა თქმა უნდა არ არის ყველაფერი ურთიერთობისთვის და უფრო ხშირად კონფლიქტები სწორედ მიწერ-მოწერის დროს ხდება, მაგრამ როცა ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემგან ათასობით კილომეტრით შორს არის, Facebook მეხმარება იმაში, რომ შევინარჩუნო მასთან ისეთივე აქტიური და ინტენსიური ურთიერთობა, როგორიც მაშინ, ხუთი თვის წინ… Facebook გვაძლევს საშუალებას გავუზიაროთ ერთმანეთს გრძნობები, შთაბეჭდილებები, მეასედ გავიხსენოთ ერთად გადახდენილი ისტორიები, რომლებიც 99-ჯერ უკვე გახსენებული გვაქვს და ა.შ.’’

მართალია მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად ცხოვრების დიდ ნაწილს Facebook-ში ატარებს, მაგრამ არ ფლობს ინფორმაციას მისი ისტორიის შესახებ. ყველაფერი 2004 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში დაიწყო. სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა თავის მეგობრებთან – დასთინ მისკოვიჩთან, ქრის ჰაგისთან და ედუარდ სავერინთან ერთად შექმნა საიტი, სადაც სტუდენტებს ერთმანეთთან კონტაქტი შეეძლოთ, თუმცა ქსელის სფერო შეზღუდული იყო. თავდაპირველად ის განკუთვნილი იყო მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, თუმცა მას მალევე შეუერთდნენ კოლუმბიის, სტენფორდისა და იელის უნივერსიტეტების სტუდენტები. ცუკერბერგმა მიაღწია თავის მიზანს – სამყარო უფრო გახსნილი გახადა:
,,შემექმნა ისეთი სისტემა, სადაც ხალხი ერთმანეთთან მუდმივად კავშირზე იქნებოდა, ერთმანეთს აზრებს, ინფორმაციას გაუზიარებდა – ეს იყო ჩემი უმთავრესი მიზანი, სწორედ ამას ვგულისხმობდი ,,უფრო გახსნილ სამყაროში.’’ – აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.
ახალი მედიის ლექტორი და მოქმედი ჟურნალისტი თინათინ დვალიშვილი ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც Facebook-ს იყენებენ როგორც სამსახურეობრივი საქმიანობისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვის (მეგობრებთან და ახლობლებთან საკონტაქტოდ). ის ახალ მედიაში სოციალური ქსელის – facebook-ის მნიშვნელობაზე საუბრობს:

,,ყველა სოციალური ქსელი, და მათ შორის Facebook, ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ მოიძიონ და გაავრცელონ ყველა ტიპის ინფორმაცია სწრაფად და უფასოდ. სავარაუდოდ, ეს ორი მიზეზია, რის გამოც ადამიანები მას იყენებენ. ამას გარდა, არის კიდევ რამდენიმე ასპექტი: ანონიმურობა, თავისუფალი ნება, ეპისტოლარული ურთიერთობა, მრავალფეროვნება და ა.შ. სოციალური ქსელებისა და ზოგადად ინტერნეტის ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ ინფორმაციის მოპოვებასა და ადამიანებთან ურთიერთობას გაუქრა საზღვრები. შეგიძლია ყველა სახის ინფორმაცია მოიპოვო და დაუკავშირდე შენთვის საინტერესო ნებისმიერ ადამიანებს მიუხედავად მათი და თქვენი ადგილმდებარეობისა.’’

Fაცებოოკ-ზე ერთობიან… სწავლობენ… საუბრობენ… კამათობენ… ზოგიერთი ცდილობს მეგობრებს გართობის ისეთი მეთოდები შესთავაზოს, რომლებიც ერთდროულად გასართობიც იქნება და შემეცნებითიც. ინტელექტუალური კითხვების დასმა Fაცებოოკ-ის აქტიური მომხმარებლის, 23 წლის გიორგი დვალიშვილის პირადი ინტერესია. ის სწორედ Fაცებოოკ-ის საშუალებით ცდილობს, რომ მისი მეგობრები უფრო აქტიურები გახადოს, რომ მათ დასმულ კითხვებზე იმსჯელონ, პასუხები ეძებონ, იფიქრონ, ანალიზი გააკეთონ:

,,თავიდან საერთოდ არ მიყვარდა Facebook-ზე ხშირად შემოსვლა და არ ვიყენებდი მას, ახლა კი ძალიან დამოკიდებული გავხდი. ამის მიზეზი ბევრია, ერთ-ერთი ისაა, რომ კარგი საშუალებაა კომუნიკაციისთვის, თუმცა Fაცებოოკ-მა გააკეთა ის, რომ ადამიანებს აღარ რჩებათ დრო სხვა რაღაცებისთვის, თუნდაც კითხვისთვის. ამ ყველაფერს რომ ვხედავდი და ვგრძნობდი, არ მომწონდა, ამიტომ გადავწყვიტე უფრო საინტერესო გამეხადა ჩემი Fაცებოოკ-გვერდი. დავიწყე კითხვების მოძიება და ე.წ. ,,რა სად როდის’’ გადაცემის Fაცებოოკ-ზე გადმოტანა. ვიცოდი, ამას რომ დავიწყებდი ძალიან ბევრი ადამიანი ძალაუნებურად შეხედავდა და წაიკითხავდა ამ კითხვებს, სულ რომ არაფერი, ბევრ ინფორმაციას მიიღებდა, თან ინტელექტუალური კითხვები გართობის ძალიან კარგ საშუალებად მიმაჩნია, ყოველთვის მომწონდა და ახლაც მომწონს ხალხი როგორ აქტიურობს… პასუხობს… ფიქრობს… მგონია, რომ ეს ტვინის გავარჯიშების ძალიან კარგი საშუალებაა და თუ ასეთი რაღაცებით დავტვირთავთ სოციალურ ქსელ – Facebook-ს, უფრო საინტერესო და შემეცნებითი გახდება როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მეგობრებისთვის.’’

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ის დამსახურება უდავოდ დიდია. ეს არის ქსელი, რომელსაც იყენებენ ბიზნეს კომპანიები პროდუქციის რეკლამირებისთვის, პოლიტიკოსები იმიჯის პოპულარიზაციისთვის, სკოლის მოსწავლეები გართობისა და სწავლისთვის, მასწავლებლები სწავლისა და ცოდნის გაზიარებისთვის. ცუკერბერგმა თითოეულ ადამიანს მისცა საშუალება, რომ სოციალურ ქსელში თავისი თავის რეალიზება მოეხდინა, ყოფილიყო ინფორმირებული, ჰქონოდა ურთიერთობა მეგობრებთან. მან მიაღწია თავის უმთავრეს მიზანს – სამყარო უფრო გახსნილი და ერთიანი გახადა. მან შეძლო, რომ ადამიანები ერთ დიდ სივრცეში ყოფილიყვნენ გაერთიანებულნი… სივრცეში, სადაც ყველაფერია თავმოყრილი… მან შეძლო მთელი სამყარო ერთ პატარა ეკრანში ჩაეტია…

ავტორი : თათა ბერელიძე

184 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2014
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728