Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტიპენდიის პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა
February 08
12:31 2014

 

ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა  გადაიტანე Facebook-ზე
 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
პირველად საქართველოსთვის – სტიპენდია UWC კოლეჯებში!

წელს პირველად ნიჭიერ მოსწავლეებს საქართველოდან ექნებათ საშუალება, ისწავლონ მსოფლიოში ცნობილ UWC კოლეჯებში.

2014/15 სასწავლო წელს საქართველოსთვის გამოყოფილია 6 ადგილი 16-18 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის. 2 ადგილი სწავლის და ცხოვრების 50%-მდე, ხოლო დანარჩენი 4 ადგილი 100%-მდე დაფინანსებით.

მოსწავლეებს მიიღებს შემდეგი სკოლები:

UWC Atlantic College, უელსი/100%-მდე დაფინანსება
UWC Costa Rica, კოსტა-რიკა/50%-მდე დაფინანსება
UWC Dilijan, სომხეთი/100%-მდე დაფინანსება
UWC Mahindra College, ინდოეთი/50%-მდე დაფინანსება
UWC Robert Bosch College, გერმანია/100%-მდე დაფინანსება

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა 2014 წლის 24 თებერვალია. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ http://ge.uwc.org/

14 და 15 თებერვალს მოსწავლეებს და მათ მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ UWC წარმომადგენელს ჯონ პადეფუტს (John Puddefoot) თბილისში, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელსაც მასპინძლობს ექსპო ჯორჯია. UWC პრეზენტაცია გაიმართება 14 თებერვალს, 1 საათზე.

ინფორმაცია UWC კოლეჯებზე: http://www.uwc.org/

United World Colleges (UWC) დაარსდა 1962 წელს გერმანელი განმანათლებლის კურტ ჰანის ინიციატივით. UWC სკოლები 14 ქვეყანაში, მსოფლიოს 4 კონტიტენტზე მდებარეობს. მათი ფილოსოფია ეფუძნება ნობელის პრემიის ლაურეატის ლესტერ პირსონის ცნობილ გამონათქვამს “როგორ მივაღწევთ მშვიდობას თუ ადამიანებს არ ესმით ერთმანეთის?! და როგორ შეიძლება ადამიანებს ესმოდეთ ერთმანეთის, თუ ისინი არ იცნობენ ერთმანეთს?” UWC პრეზიდენტები სხვადასხვა დროს იყვნენ ნელსონ მანდელა, პრინც ჩარლზი, ამჟამად UWC პრეზიდენტი იორდანიის დედოფალი ნურია.

UWC სკოლები აერთიანებს ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და აძლევს მათ ცოდნის გაზიარების და ურთიერთგაგების პრინციპებზე დაფუძნებულ განათლებას. მოსწავლეები ცხოვრობენ ერთად სკოლის კამპუსებში. სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა უმეტესობა აგრძელებს სწავლას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში.

UWC-ში მოსწავლეების შერჩევა – ნაციონალური კომიტეტების საშუალებით, რომლებიც მსოფლიოს 140 ქვეყანაში მდებარეობს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მოსწავლის ღიაობა, შემოქმედებითობა და დამოუკიდებლობაა.

790 ნახვა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2014
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728