ირაკლი ღარიბაშვილი უნივერსიტეტს დაარსების დღეს ულოცავს

უნივერსიტეტების სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა მის კურსდამთავრებულს უნივერსიტეტის დაარსების დღეს ულოცავს.

“8 თებერვალი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. 96 წლის წინ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დიდმა ქართველმა მეცნიერებმა დააარსეს ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში შეიქმნა ისეთი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც შესაძლებელი გახდა ეროვნული და ევროპული ღირებულებების შერწყმა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების მსახურება. სწორედ ამიტომ იქცა უნივერსიტეტი განათლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად. ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა მის კურსდამთავრებულს უნივერსიტეტის დაარსების დღეს. მჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს და ყოველთვის შეასრულებს მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

1908473_597106550380425_1480285188_n

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები