Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„ევროკავშირის კინოფესტივალი 2014“ გორში

„ევროკავშირის კინოფესტივალი 2014“ გორში
February 09
15:31 2014

გორში, ისევე, როგორც საქართველოს  სხვა დიდ ქალაქებში – თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და  ქუთაისში, მიმდინარეობს  ევროკავშირის კინოფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ევროპულ ქვეყნებში აღიარებული ფილმების ჩვენებები იმართება.

კინოფესტივალის მიზანია, საქართველოს მოსახელეობას ფილმების მეშვეობით გააცნოს ევროპელი ხალხის ჩვეულებრივი ცხოვრება, მათი სატკივარი და ოცნებები, წარმატებები და ინტერესები, ღირებულებები, ტრადიციები, კულტურა და ძირითადი ფასეულობები.

ფესტივლის ფარგლებში, გორისმოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ნახოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებული მნიშვნელოვანი ფილმები. პროგრამში წარმოდგენილი მხატვრული ფილმები კრეატიული გზით გამოხატავს ძირითად ევროპულ ფასეულობებს.

კინოფესტივალი ორგანიზებულია საქართველოში ევროკაშირის წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით.

1782449_10200416489534536_1622069826_o

 

ფილმების ჩვენება ყოველდღიურად, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმართება. ეს ჩვენებები 7 თებერვლიდან  16 თებერვლამდე გაგრძელდება. გორში სულ თორმეტი ფილმი იქნება ნაჩვენები.

IMAG0239

კინოფესტივალი ხუთივე ქალაქში და მათ შორის გორშიც 7 თებერვალს გაიხსნა და პირველი ფილმის ჩვენებაც მოეწყო. ბერძნულმა ფილმმა „სანელებლის გემომ“ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. „სანელებლის გემო“ მოგვითხრობს ახალგაზრდა ბერძენ ბიჭზე, სახელად ფანისი, რომელიც სტამბოლში იზრდება. ჩვენებას გორის მოსახლეობა, სტუდენტები,  ევროპელი მოხალისეები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ბერძნული დიასპორის ხელმძღვანელი და ადგილობრივი საზოგადოების სხვა წევრები ესწრებოდნენ.  ფილმის ჩვენებამ დაახლოებით ორი საათს გასტანა,  შემდეგ კი გაიმართა დისკუსია. მაყურებლები აღნიშნავდნენ რომ „ეს არის დამაფიქრებელი ფილმი ბერძნულ-თურქულ ურთიერთობებზე, ტრადიციებზე, ადამიანურ ღირებულებებზე“.

8 თებერვალს მაყურებელმა ნახა გერმანელი რეჟისორის ფილმი „ძილის ავადმყოფობა“.

ევროკავშირის კინოფესტივალის კოორდინატორი გორში კატო ქოთოლაშვილი –  მნიშვნელოვანია, რომ ევროპული კინოფესტივალი გორშიც ტარდება. გორის მოსახლეობას, და განსაკუთრებით კი კინომოყვარულებს, მიეცათ შესაძლებლობა ნახონ ევროპული ხარისხიანი კინო,  აგებული სხვადასხვა თემატიკაზე, და ადამიანი ბევრ საკითხზე დააფიქროს, გამოიწვიოს საინტერესო დისკუსია. ასევე მან აღნიშნა, რომ საზოგადოება ამ ფილმების ნახვის შემდეგ ევროპელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების, მიზნებისა და ოცნებების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებს. ეს ფილმები თემატიკიდან გამომდინარე, ყველა თაობის ადამიანისთვის საინტერესოა.

–  იგეგმება თუ არა მსგავსი სახის პროექტის განხორციელება ქ. გორში?

–  სავარაუდოდ, კი. უკვე დაგეგმილია აღნიშნული ფესტივალის მეორე ციკლის განხორციელება, მომავალი წლის გაზაფხულზე.

ეკა ხანიშვილი

140 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2014
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728