პარტიული სისტემის პრობლემები საქართველოში და მომავლის პერსპექტივებში

კატეგორიის გარეშე

დღევანდელ პოლიტიურ ასპარეზზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს და რეალურ პოლიტიკურ კულტურას გვაშორებს პარტიების იდეოლოგიის, მათი სახელწოდებების, იდეების, პროექტებისა და დაპირებების სრული შეუსაბამობაა, არ არსებობს კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგია, შესაბამისი პოლიტიკური კურსით, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ამომრჩეველს კონკრეტული სოციუმებიდან, რაც შეიძლება ითქვას მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, შესაძლებელია საქართველოში ეს ტენდენცია აიხსნება საბჭოთა კავშირის სისტემიდან დარჩენილი „მემკვიდრეობიდან“ გამომდინარე, სადაც მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა იყო და იდეოლოგიური მრავალფეროვნებისთვის საჭირო ნიადაგი და პოლიტიკური კულტურა არ გაგვაჩნდა, მეორე და, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ეხება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკური სიტუაციას, მოსახლეობის სოციალურ გაჭირვებას, ერთი შეხედვით თითქოს ძნელია უშუალო კავშირის დაჭერა, თუმცა ძნელია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პოლიტიკურ იდეოლოგიებზე ორიენტირება, როდესაც მათთვის პირველ რიგში პრიორიტეტულ საკითხად მათი გაუსაძლისი მდგომარეობაა, ასეთ პირობებში პარტიები არც კი ცდილობენ მათ იდეოლოგიურ განსხვავებებზე აქცენტირების გაკეთებას, არამედ ყურადღება მახვილდება ლიდერის პირად ქარიზმაზე და მოსახლეობის დარწმუნებაზე იმაში, რომ სწორედ მოცემული ლიდერი მოახერხებს ყველა პრობლემის დაძლევას საკუთარი უნიკალურიბის ხარჯზე, რაც შეეხეება კონკრეტულად იდეოლოგიას, ხშირად პარტიებს საერთოდ არ გააჩნიათ და საქართველოში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლის 220-ის შემთხვევაში, როდესაც 20 000 ამომრჩეველზე რეალურად მხოლოდ 1 პარტია მოდის, შეუძლებელია თითოეული იდეოლოგიურად განსხვავდებოდეს დანარჩენისგან და ხშირად არა იდეოლოგია, არამედ სამოქმედო კურსიც არ აქვთ შემუშავებული, ყველაზე საინტერესო პრეცენდენტს წარმოადგენს ჩვენი დღევანდელი პარტიული სისტემის შედარება 1918 წლის სიტუაციასთან, როდესაც თუნდაც მხოლოდ სოციალ-დემოკრატები წარმოადგენდნენ უშუალოდ ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პარტიას და ისეთივე იდეების გამოირჩეოდნენ, როგორც ევროპელი სოციალ-დემოკრატები, ეს არის შესანიშნავი მაგალითი თუნდაც დღევანდელი სიტაუციისთვის პოლიტიკური პარტია ნიშნავს იყო გამომხატველი მოსახლეობის კონკრეტული სეგმენტის, იყო მათი ღირებულებების გამტარებელი და ლობი, თუმცა დღეს ქართულ რეალობაში გვაქვს მხოლოდ „სახალხო მოძრაობის“ ტიპის ორგანიზაციები, რომელიც გამოხატავს მთელი მოსახლეობის აზრს. რაში სჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს ასეთი ზოგადისახე? პასუხი ნათელია – ეკონომიკური სისუსტის პირობებში, როდესაც ხალხი მხოლოდ პარტიებისგან მოსალოდნელ დაპირებებზა ორიენტირებული, საკმაოდ სარფიანია გამოხატავდე ყველას შეხედულებებს, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავ დაპირებებს იძლეოდე, მაგალითად გადასახადების შემცირება, რომელიც ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს და სოციალური დახმარებების გაზრდა, რაც რეალურად ურთიერთგამომრიცხავია, დღევანდელი პარტიული პოლიტიკა, უშუალოდ დაპირებების პოლიტიკაზეა გადასული და მხოლოდ ქარიზმაზეა დაყრდნობილი, პარტიების დაპირებებიც კი ერთმანეთისგან არ განსხვავდება და სხვაობა მხოლოდ სხვადასხვა სფეროში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის სიდიდით განისაზღვრება, განათლების ან ჯანდაცვის პრიორიტეტებით. პოლიტიკური იდეოლოგიები, რომ საქართველოში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, ამაზე უშუალოდ დამოუკიდებელი საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების შედეგები მოწმობს, თუნდაც დღევანდელი მმართველი პარტია არის კოალიცია, რომელიც ურთიერთდაპირისპირებული იდეოლოგიების მატარებელი პარტიებისგან შედგება, საქართველოში პრიორიტეტს წარმაოდგენს კონსერვატიულ ღირებულებებზე ორიენტირება და ამავდროულად სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია სოციალური პოლიტიკის გასაუმჯობესებლად, სწორედ ამიტომ ერთი კონკრეტული იდეოლოგიის არჩვევა არაა მომგებიანი და შესაძლოა ელექტორატის 50%-იან კლებასთაბაც იყოს ასოცირებული, თუმცა რაც შეეხება მომავალს, რა თქმა უნდა, ევროპულ ღირებულებებთან დასაახლოებლად აუცილებელია ამ მხრივ რეალური ზომების მიღება და რეალური პარტიული სისტემის ჩამოყალიბება, თუმცა ეს მხოლოდ სოციალ-ეკონომიკური პრობლემის დაძლევის, პოლიტიკური კულტურის დონის ზრდის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პირველ რიგში მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტულ საკითხად იქცეს განათლების სფეროში რაც შეიძლება მეტი თანხის ჩადება, განათელობის სფერო ყველასთვის პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ რაც დომინოს პრინციპით გამოიწვევს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საჭირო ცვლილებას.

გიორგი მუნჯიშვილი, თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები