„საქართველოს ახალგზარდა ბიოლოგთა ასოციაციამ“ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიუძღვნა

15 თებერვალს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლოთეკაში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, რომელიც ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ორგანიზატორი იყო „საქართველოს ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაცია“, რომელიც უკვე 2013 წლიდან მოყოლებული აქტიურტად ატარებს კონფერენციებს, საჯარო ლექციებსა და სხვადასხვა სახის ღონისძებას.

კონფერენციაში მონაწილეობა ნებისმიერი კურსის სტუდენტს შეეძლო. მომხსენებლები სპეციალურმა სარედაქციო კოლეგიამ აარჩია მას შენდეგ, რაც გაეცნენ სტუდენტების მიერ წინასწარ გამოგზავნილ თემებს. მომხსენებელთა პრეზენტაციები ეხებოდა მსოფლიოს ჭარბტენიან ტერიტორიებს, ჭაოებებს, მათ მნიშვნელობას მსოფლიო ეკოსისტემაში. სტუდენტებმა ასევე ისაუბრეს იმ საფრთხეების შესახებ, რასაც გამოიწვევს ჭაობების ამოშრობა და განადგურება. კონფერენციაზე 15 მდე სტუდენტმა წარადგინა მოხსენება.

შეგახსენებთ, რომ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეს საფუძვლად უდევს ე.წ. რამსარის კონვენცია. 1971 წელს ირანის ქალქ რამსარში მიიღეს. რამსარის კონვენცია იცავს მსოფლიო მნიშვნელობის ჭარბტენიან, წლის ფრინველებისთვის (და არამარტო მათთვის) საბინადროდ ვარგის ტერიტორიებს. აღსანიშნავია, რომ რამსარის კონვენცია ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დონის ხელშეკრულებაა, რომელიც კონკრეტულად, მხოლოდ ერთი ტიპის ეკოსისტემას ეძღვნება. რამსარის კონვენცია მსოფლიოს 168 ქვეყანას აერთიანებს.

„2 თებრევალს მსოფლიოში აღინიშნება ჭარბტენიანი ტერიტორიებს საერთაშრისო დღე, ჩვენც – „საქართველოს ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციას“ გვინდოდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა და ამიტომ გადავწყვიტეთ კონფერენცია მიგვეძღვნა ამ დღისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვისაც შეძლებისდაგვარად გაგვეცნო რამსარის კონვენციის მნიშვნელობა“ – განაცხადა „საქართველოს ახალგზარდა ბიოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ნათია ჯავახიშვილმა.

კონფერენციის ბოლოს, მომხსენებლებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და მოწვეულმა ჟიურმა გამოავლინა პირველ სამ ადგილზე გასული საუკეთესო თემები.

1796879_828608903822458_880045313_o 1781851_828609760489039_777015055_o

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები