Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კარგი ლექტორის რეცეპტი

კარგი ლექტორის რეცეპტი
February 21
14:41 2014

კარგი ლექტორის ფაქტორი განათლების მიღებისას ხშირად გადამწყვეტია. faculty.londondeanery.ac.uk გვთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც ხარისხიანი ლექციის ჩასატარებლად გამოადგებათ ლექტორებს:

ყველაზე გავრცელებული „თეორიის“ მიხედვით, ზოგიერთი ადამიანი სპეციალურად ამ პროფესიისთვის განსაკუთრებული ალღოთი იბადება. თუ ამ მცირე ბედნიერთა რიცხვში არ აღმოჩნდით, მაშინ ბევრი უნდა იშრომოთ იმისათვის, რომ წარმატებული ლექტორი იყოთ. მთავარი არჩევანის გაკეთება კი სწავლასა და გართობას შორის მოგიწევთ.

lecture-class

პრეზენტაცია მაშინაა კარგი, როდესაც მსმენელის ყურადღებას მოსაუბრე წარმართავს, ხოლო თავად თემა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია, თუ მას ლექტორის ქარიზმაც ერთვის. არსებობს რამდენიმე „ხრიკი“, რომელიც სასაუბრო თემას უფრო ეფექტურსა და სასიამოვნოს გახდის:

    1. ამა თუ იმ მასალის გასაცნობად მსმენელი სწორად შეარჩიეთ.

    2. მასალა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გასაგები და აზრიანი.

    3. შეფუთეთ მასალა სწორად.

    4. ჯანსაღად მიიღეთ აუდიტორიის კრიტიკა და დაეხმარეთ სტუდენტებს აზრის ჩამოყალიბებაში.

    5. მაქსიმალურად წარმოაჩინეთ თქვენი კომპეტენტურობა სასაუბრო საკითხის მიმართ.

    6. მასალას ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით.

    7. სასურველია, სალექციო თემა სცდებოდეს იმას, რაც სახელმძღვანელოში წერია.

    8. მასალა უნდა იყოს მოკლე, კონკრეტული.

    9. კარგი იქნება, თუ შესაბამის ილუსტრაციებსაც გამოიყენებთ.

    10. აჩვენეთ სტუდენტებს თქვენი ენთუზიაზმი.

    11. შეეცადეთ გამოიწვიოთ სტუდენტთა ინტერესი სასაუბრო საკითხის მიმართ.

    კარგი ლექტორი აუდიტორიის ყურადაღებას მიმართავს საკითხებისკენ, რომლებზეც ის საუბრობს.

ლექციის საინერესოდ წარმართვისას მეორე ფაქტორი თავად სალექციო თემის აქტუალურობაა. საინტერესო თემა ყოველთვის მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას. როგორც ლექტორს, შესაძლოა მასალა საინტერესოდ მიგაჩნდეთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, საუკეთესო სტუდენტებსაც კი სჭირდებათ თემით დაინტერესება.

საინტერესო ლექცია უნდა იყოს ის, რასაც ვერ ისწავლი წიგნში ამოკითხვით და ბოლოს, მსმენელმა თქვენი საუბრიდან უნდა აღმოაჩინოს ახალი და მნიშვნელოვანი, რაც  ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების სურვილსაც გულისხმობს.

მოამზადა სოფიკო თინიკაშვილმა

677 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2014
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728