Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მისი ცხოვრება ერთ წამში გაქრა

მისი ცხოვრება ერთ წამში გაქრა
February 26
01:20 2014

უცებ  მივხვდი, რომ  თვალები  დამეხუჭა.  ირგვლივ   დაბნელდა. სხეული  გამეყინა  და  მთელი  სისწრაფით  შავ  მორევში  გადავვარდი.  ცოტა  ხნის  შემდეგ ჩემს  ხედვას  სინათლე  მისწვდა  და  დავინახე  უფალი, რომელმაც თავისთან მიხმო და მითხრა:

– მოდი აქ,  შვილო,  და  ნახე  შენი  ცხოვრება.

მე, დაბნეული და გაკვირვებული  მასთან  მოწიწებით   მივედი   და დავინახე  ის, რაც ამდენი ხანი   მიკეთებია, რაც  ამდენი ხანი ჩამიდენია, ნებით თუ უნებლიეთ.  ღმერთო,  თურმე  როგორ დავცემულვარ,  ბინძურ  წამალს მიჩვეული, მეც როგორ დავბინძურებულვარ,  წამლის საყიდელი ფულის არ ქონის გამო, მშობლებისთვის  და  ცოლ-შვილისთვის რა არ გამიკეთებია.  მამაზე  ხელი  ამიწევია,  საკუთარი ცოლი და შვილი  კინაგამ მომიკლავს, როგორ  არ  დამიტანჯია,  ახლა  ვუყურებ  ჩემს  სხეულს  კუბოში  ჩასვენებულს,  გარშემო  ახლობლები  და  ნათესავები  მახვევიან  თავს.  მშობლები    დამტირიან…..    იმათ   ისევ   ვუყვარვარ,   თუმცა  ღირსი არ ვარ  მათი  სიყვარულის,  მათი  მწუხარების  ღირსიც  არ   ვარ.  დედისა და მამის  დანახვაზე  გული  ამომიჯდა,  ვტიროდი.  ღმერთს  შევთხოვე  ერთი  წუთით  დამაბრუნეთქოო,  მაგრამ  ღმერთმა უარის  ნიშნად  თავი  გააქნია.

მივედი  ჩემს  დატანჯულ, გულნატკენ დედასთან, სათუთად მოვეფერე,  ვაკოცე  და ვუთხარი:

– დედა!  შენთან  ვარ  შენთან,  ნუ  გეშინია,  მაგრამ  დედას  ჩემი  არ  ესმოდა,  მე სხეული  აგარ მქონდა   მას  კი  სულის  დანახვა არ შეეძლო.

ახლა  მამასთან   მივედი,  იმას  გადავუსვი  ხელი  გათეთრებულ   თმაზე,  მაგრამ  არც  მამას  ესმოდა  ჩემი.

მერე  უცებ  ჩემი  ცოლ-შვილი   დავინახე.  ცოლთან  მივედი   და   მოვეფერე.  გულში  ჩავიხუტე,  რას არ  მივცემდი  რომ  ეპატიებინა  და ასეთი  ტკივილი  არ  განეცადა,  მაგრამ  ახლა  უკვე ყველაფერი  გვიან იყო. ჩემი  ცოლი  ვეღარ მხედავდა  და  ვერ  გრძნობდა  ჩემს  შეხებას,  ჩემს სინანულს.   მერე   ისევ  ჩემს  უსულო  სხეულს   დავაცქერდი   და საკუთარი  თავი   შემეზიზღა,  შემძულდა,  თურმე  რა  მალე  შეუძლია  ადამიანს  პირუტყვად  იქცეს.

მუხლებზე  დავიჩოქე  და  ისე  ვთხოვე  ჩემებს  პატიება,  თვალცრემლიანი   ბოლო  ხმაზე  ვყვიროდი,  მაგრამ  მათ  ჩემი  არ   ესმოდსათ.  ვგრძნობდი   როგორ  ვქრებოდი  და  რაღაცა  თვისკენ  მიმათრევდა,  მივხვდი,  ჩემი   სული  ამ ქვეყნიდან  სამუდამოდ   მიდიოდა.  უკანასკნელად  ჩავხედე  ჩემიანებს  თვალებში ,  მაგრამ  როცა  ჩემი  მზერა  ჩემს  შვილს  მისწვდა,  ვერ   შევძელი  მისთვის  თვალის  გასწორება,  აი  მაშინ  კი  მთელი  სიმძაფრით შევიგრძენი  თუ  რაოდენ  ნაძირალა  ვიყავი. ამ  დროს  ჩემი  შვილის  ხმამ   გავიგე:

– მამაააა! მამიკოოოოო!

ის  ჩემკენ იხედებოდა   და ხელებს იშვერდა,  ის ერთადერთი  იყო,   ვინც   დამინახა და  შემამჩნია,  პატარა  4  წლის  ბავშვმა,  თავისი  პატარა  ხელები  გამოიშვირა  ჩემკენ…………..

 მერე ყველაფერი ერთად აირია და უკუნი  სიბნელის  და  ცეცხლის  ენების მეტი  აღარც  არაფერი  დამინახავს.

ანი ოსიაშვილი

227 ნახვა
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2014
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728