Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ყველაფერი საპასუხო მატჩებში გაირკვევა

ყველაფერი საპასუხო მატჩებში გაირკვევა
February 27
23:21 2014

დაძაბული თამაშის მომსწრე გახდა კალათბურთის აკადემიაში შეკრებილი გულშემატკივარი, სადაც საქართელოს თასის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში „სოხუმმა“ „დინამოს“ უმასპინძლა. ფინანსური პროლემების მქონე გუნდმა „სოხუმმა“ სუპერლიგის ლიდერ „დინამოს“ 6 ქულით – 70:64 სძლია.

მატჩისა და გუნდში არსებული პობლემების შესახებ სოხუმის მწვრთნელმა  და მოთამაშემ ისაუბრა.

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი):  „გავმეორდები კიდევ ერთხელ და ვიტყვი,  რომ დღევანდელ შეხვედრაში “დინამო” უდავო ფავორიტი იყო, რომელიც ძლიერია ყველა კომპონენტში და მას ყველა პირობა გააჩნია, დროული ხელფასი თუ  ბაზა. მადლობა ჩემს ბიჭებს, მოგეხსენებათ ჩვენ გუნდში ფინანსური პროლემებია 6 თვეა ხელფასი არ მიგვიღია, ბიჭები  ნამდვილი გმირები არიან,  დავრწმუნდი, რომ მათ კალათბურთი ნამდვილად უყვართ. ყველას ვთხოვ დაგვეხმაროს, მათ შორის მთავრობას, რომ ამ სიტუაციიდან  გამოსავალი ვიპოვოთ.“

რატი ბააკაშვილი: „ფიანსური პრობლემების მიუხედავად, გამარჯვება შევძელით. საქართველოს პოტენციურ ჩემპიონს მოვუგეთ. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ჯერემი საიმონსს, რომელიც ასეთი პირობებისა  და ტრავმის მიუხედავად მოედანზე მაინც   გამოვიდა  და  ჩვენთან ერთად ითამაშა.“

 „დინამო“  „სუხუმის“ მატჩის პარალელურად  მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის საკალათბურთო დარბაზში  „ქუთაისმა“ „არმიას“ უმასპინძლა, შეხვედრა იმავე ანგარიშით, იმერელთა გამარჯებით 70:64 დასრულდა.

ნახევარფინალური  სერიის პასაპუხო მატჩები 1 მარტს, თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში  (დინამო VS სოხუმი 15:00 საათზე, არმია VS ქუთაისი 17:00 საათზე)  გაიმართება.

ხატია ცარციძე

420 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2014
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728