Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თასისთვის „სოხუმი“ და „ქუთაისი“ იბრძოლებენ

თასისთვის „სოხუმი“ და „ქუთაისი“ იბრძოლებენ
March 01
22:46 2014

ორი  დაძაბული და სანახაობრივი თამაში საქართველოს თასის ფინალისტების გამოსავლენად  1 მარტს  საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა. საქართველოს თასის საპასუხო შეხვედრაში ერთმანეთს „დინამო“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი საინტერესოდ წარიმართა, პირველ შეხვედრაში სოხუმმა 70:64 სძილა მეტოქეს, ამიტომ მისთვის მოწინაღმდეგესთან მინიმაური ანგარიშით 71 :73 წაგება ფინალში თამაშს ნიშნავს.

დღის მეორე თამაში „არმიასა“ და „ქუთაისს“  შორის გაიმათა, ქუთაისელებმა არმიელებს 2 დღის წინ უმასპინძლეს და, სოხუმის მსგავსად, 70:64 გაიმარჯვეს. საპასუხო შეხვედრაშიც  78:74  გაიმარჯვეს და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.

ჩატარებული მატჩებისა და ფინალის შესახებ მწვრთნელემა ისაუბრეს:

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):  ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან. დავრწმუნდი, რომ მათ უყვართ კალათბურთი და ღირსეული მოთამაშეები გახლავთ. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის ქართული კალათბურთი. ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ და ახლა მნიშვნელობა არ აქვს,  გვექნება თუ არა ხელფასი. რაც უნდა მოხდეს, მაინც ვიბრძოლებთ.

მალხაზ კოხრეიძე  (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):  ძლიერი მეტოქე გვყავდა, „არმია“ კარგი გუნდია. ჩვენ ვიბრძოლეთ და შედეგიც სახეზეა. რაც  შეეხება მეტოქეს ფინალში, „სოხუმი“ კარგი გუნდია და მიხარია, რომ ფინალში მათთან ვითამაშებთ.

საქართველოს თასის ფინალი 29 მარტს გაიმართება.

ხატია ცარციძე

151 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31