Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ჯგუფიდან გასვლის იმედი გვაქვს – თემურ ქეცბაია

ჯგუფიდან გასვლის იმედი გვაქვს – თემურ ქეცბაია
March 03
18:59 2014

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩს 5 მარტს ლიხტენშტაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. „ჯვაროსნები“ შეხვედისთვის ტექნიკურ ცეტრ „ბასაზე“ ემზადებიან, სადაც 2 მარტს ნაკრების მთავარმა მწვერთნელმა, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა. მან ჟურნალისტებთან ამანაგური მატჩისა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო შანსების შესახებ ისაუბრა.

თემურ ქეცბაია: „ამხანაგური შეხვედა კარგია, რადგან საშუალება გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი ვათამაშოთ. ჩვენ გვინდა ყველა სანაკრებო კანდიდატი მზად იყოს, როცა ნაკრებს დასჭირდება, ჩამოვიდეს და ითამაშოს. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, იმედია, ეს შესარჩევი ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდება. ჩვენს ჯგუფში ფავორიტი გერმანიის ნაკრებია, დანარჩენი გუნდები შეეცებიან, ფინალურ ეტაპზე იასპარეზონ და იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთ მათგანი საქართველოს ნაკრები იქნება.“

ახალ სეზონზე საქრთელოს ნარები ახალი ფორმით იასპარეზებს, რომელიც პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ წარადგინეს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს adidas-ი შემოსავს.

საქართველო VS ლიხტენშტაინის შეხვედრა 5 მარტს „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები სტადიონის სალაროებში იყდება, ფასი 3 ლარია.

ხატია ცარციძე

101 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31