Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ბათუმის საუნივერსიტეტო ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ბათუმის საუნივერსიტეტო ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
March 06
22:58 2014

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფეხბურთო ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. სტუდინფო გუნდის ისტორიაზე, მის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ბატონ ზაზა ბერიძეს გაესაუბრა, რომელიც უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრების სპორტული დირექტორი, მენეჯერი საზოგადოებასთან და გულშემატკივრებთან ურთიერთობათა საკითხებში და პრეს-სამსახურის ხელმძღვანელია.

– მოგესალმებით, ბატონო ზაზა. მოგვიყევით, როგორ ჩაიარა ახალ მწვრთნელთან შეხვედრამ და ვინ ესწრებოდა ღონისძიებას?

– მოგესალმებით. პრეზენტაცია ნაყოფიერი იყო იმ მხრივ, რომ უფრო მეტი სტუდენტი გაეცნო უნივერსიტეტში არსებულ სპორტულ მიღწევებსა თუ პრობლემებს, ასევე გაეცნო ბოლოდროინდელ უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის შედეგებს და უკეთ გაიცნო სტუდენტობამ ამავე უნივერსიტეტის ის სტუდენტები, რომლებიც ფუტსალის ნაკრების ღირსებას იცავენ, პრეზენტაციას ესწრებოდა აჭარის ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი ასევე სპორტის დეპარტამენტი და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

1669776_364298843709222_1773693657_o

– გვაინტერესებს, რა შეიცვლება ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობის პერიოდში?

– მისი ხედვა წინა მწვრთნელისაგან რადიკალურად განსხვავდება და ის უფრო მეტ დროს მოითხოვს სამუშაოდ, თუმცა ეს არის ახალი საფეხური, რომელზეც უნივერსიტეტის ნაკრები ავიდა, ჩვენი თამაშის ხარისხი არ არის ჯერჯერობით სასურველი, როგორც საქართველოს საუნივერსიტეტო ფუტსალის ლიგას შეშვენის, ჩვენ სწორედ შედეგების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ამგვარად ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით, ისეთი, როგორც დასავლეთ ლიგას შეეფერება, რომელშიც გავიმარჯვეთ და სამივე თამაში მოვიგეთ (ქუთაისი, ზუგდიდი, საზღვაო აკადემია, ჩვენ).

– როდიდან მუშაობს თქვენი ნაკრები აქტიურად და აქამდე როგორი მიღწევებით ხასიათდებოდა გუნდის თამაშები?

– უნივერსიტეტის გუნდი აქტიურად ვარჯიშობს 2012 წლიდან (არასასწავლო პერიოდის გარდა) და უკვე სამ ტურნირში გვაქვს მონაწილეობა მიღებული (შიდა საუნივერსიტეტოს გარდა). 2012-2013 წელს მე-2 ადგილი ავიღეთ დასავლეთ ლიგაში (საკვალიფიკაციო უმაღლესი ლიგისათვის), ხოლო 2013-2014 წლების დასავლეთ ლიგის გამარჯვებულები ვართ, რომელშიც ყოველგვარი გართულების გარეშე მოვუგეთ სამივე გუნდს.  ასევე ჩვენს რეგიონში უკონკურენტონი ვართ, რასაც პატარ-პატარა ტურნირებზე ნაჩვენები შედეგები ცხადყოფს. უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრებს თვითმართველობამ გადასცა SALLER-ს ეკიპირება, რომელსაც ატარებს საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე 1-ლი ლიგის გუნდები და სხვადასხვა ევროპული გუნდი.

– როდის შედგება პირველი მატჩი და, ზოგადად, სამომავლოდ როგორ გესახებათ გუნდი?

– 11 მარტს გვექნება პირველი ოფიციალური მატჩი საქართველოს საუნივერსიტეტო ფუტსალის ლიგაში. კენჭისყრა შედგება 7 მარტს. ასევე პარალერულ რეჟიმში გვიწევს გამოსვლა 10-21 მარტს ჩატარებული ტურნირში “აჭარის თასი”, სადაც მონაწილეობს აჭარის რეგიონის 16 გუნდი, ჩვენ ფავორიტების სტატუსით გამოვდივართ, თუმცა რამდენად გამოგვივა ორივე ფრონტზე ბრძოლა, ამას დრო გვიჩვენებს. სხვა დიდ ჩემპიონატებში მონაწილეობის სურვილი გვაქვს, უბრალოდ ეხლა გადართულნი ვართ მოახლოებულ ტურნირზე. სამომავლოდ, იმედია, გვექნება პრეტენზია საქართველოს ფუტსალის ლიგაში მონაწილეობისა.

მწვრთნელის წარდგენასთან ერთად, სტუდენტების წინაშე წარსდგენ ახალი მოთამაშეები. ასევე, მოეწყო ახალი ფორმის პრეზენტაციას. სტუდინფო წარმატებებს უსურვებს ბათუმურ გუნდს წარმოწყებულ საქმიანობებში.

1

სალომე უსტარაშვილი

533 ნახვა
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31