Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

განათლების მინისტრი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა

განათლების მინისტრი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
March 07
23:18 2014

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ქუთაისელ სტუდენტებს მიმდინარე პროექტები პირადად გააცნო. შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა ისაუბრა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების პროგრამაზე, მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსებაზე, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო-კვლევითი გრანტებით დაფინანსების პროგრამაზე, ზაფხულისა და ზამთრის სკოლებზე; ბიბლიოთეკების განვითარებაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრს იმ უფასო ფაკულტეტების შესახებ ჰკითხეს, რომლებიც სახელმწიფოსგან სრულად ფინანსდება. თამარ სანიკიძის თქმით, აქ ცვლილებაა და უფასო ფაკულტეტებში აგრარული მიმართულებებსაც ვეღარ ვითვალისწინებთ. კითხვა დაისვა სტუდენტური დასაქმების შესახებაც. მინისტრის განმარტებით, საზაფხულო სამუშაოები არ იყო წარმატებული პროგრამა, ამიტომ სტუდენტებს ჯერ სტაჟირების, შემდეგ კი დასაქმების საშუალება მიეცემათ. ასევე, სტუდენტები სტიპენდიების შესახებაც დაინტერესდნენ. მინისტრის თქმით, იმ სტუდენთა რაოდენობა, რომლებიც სტიპენდიის სახით 150 ლარს იღებდნენ, თუ ადრე 2% იყო, ახლა გაიზარდა და 4% იქნება.

საუბრისას მინისტრი შშმ პირთა განათლების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მათთვის სპეციალური სახელმძღვანელოები მზადდება. თამარ სანიკიძემ მთლიანად განათლების დონე შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევეში განათლების დონე სკოლიდანვე უნდა ამაღლდეს.

შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს ქუთაისის მე-8 სკოლის ყოფილ პედაგოგს, ნინა ხაჭაპურიძეს. მისი თქმით, დარბაზში შესვლის უფლება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ მისცა. როგორც პედაგოგმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას მინისტრისთვის წერილის გადაცემა სურდა.

„დავწერე განცხადება და პასუხი არ მიმიღია. თბილისშიც ვიყავი. სკოლიდან უკანონოდ გამათავისუფლეს და მინდა, სამართალმა იზეიმოს“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

პედაგოგის შეხვედრაზე არ დაშვებასთან დაკავშირებით კომენტარი აწსუს პრორექტორმა შალვა კირთაძემ გააკეთა:

„მინდა განვმარტო, რომ ეს იყო შეხვედრა სტუდენტებთან, სტუდენტებისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით. ღონისძიებას არც ჩვენი აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, გარდა აკადემიური საბჭოს წევრებისა. ქალბატონი მინისტრი მათ ყოველთვის შეხვდება. არავინ არავისთან შეხვედრაზე არ ამბობს უარს“, – განაცხადა შალვა კირთაძემ.

წყარო: http://studpress.ge/

209 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31