Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გაცვლითი პროგრამა ჯაიპურში (ინდოეთი)

გაცვლითი პროგრამა ჯაიპურში (ინდოეთი)
March 07
17:08 2014

რეგისტრაცია -> www.isie.eu/jaipur <- რეგისტრაცია

Deadline: 15 მარტამდე

რა არის ISIE?
აიესაი არის ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება მათი ფორმალური განათლება ეფექტურად დაუკავშირონ რეალობას, რათა სრულად მოახდინონ მათი პოტენციალის რეალიზაცია. – www.isie.eu

რა არის StepOut?
სთეფაუთი არის ინდოეთში დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ISIE-სთან პარტნიორობს 2014 წლიდან. თანამშრომლობის ფარგლებში გთავაზობთ NAARI სოციალურ გაცვლით პროგრამას.

რა არის NAARI?
ეს არის სოციალურ საკითხებზე დაფუძნებული გაცვლითი პროგრამა, სადაც 20-მდე სხვადასხვა ქვეყანა მონაწილეობს ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. პროგრამაში აქცენტი კეთდება ქალთა უფლებებზე და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვაზე ინდოეთში, კერძოდ ჯაიპურში. პროექტის ხანგრძლივობა 1 თვე, ივლისი 2014.

სად არის ჯაიპური?
ჯაიპური (ჰინ. जयपुर, ინგლ. Jaipur, ასევე ცნობილი როგორც ვარდისფერი ქალაქი, ინგლ. Pink City) — ქალაქი ინდოეთში, რაჯასტანის შტატში. ისტორიულად ჯაიპურის სამთავროს დედაქალაქი. დაარსდა 1,727 წელს ამბერის მმართველი მაჰარაჯა სავაი ჯაი სინგჰის მიერ. ქალაქის მოსახლეობა ამჟამად 5 მილიონს აღემატება. ის ყველაზე გამორჩეული ქალაქია სისუფთავით, უსაფრთხოებით, ორგანიზებულობით და განსხვავებული ულამაზესი არქიტექტურით ინდოეთში. იხილეთ ფოტოები ამ Event-ის გვერდზე.

ვის შეუძლია მონაწილეობა?
– სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრატურა)
– ახალ კურს დამთავრებული (2 წელი მაქს.)

რა ღირს მონაწილეობა?
– 410 ევრო.

რას ფარავს მონაწილეობის გადასახადი?
– 3-ჯერადი კვება.
– ცხოვრების ხარჯი. (დამოუკიდებელი კეთილმოწყობილი ოთახი)

ტრანსპორტირების ხარჯი?
– ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს სტუდენტი.
– ISIE უზრუნველყოფს 10%-იან ფასდაკლებას STI Georgia-სთან თანამშრომლობით.

როგორ გავიარო რეგისტრაცია?
რეგისტრაცია -> www.isie.eu/jaipur <- რეგისტრაცია
შეავსეთ მოცემული ფორმა 15 მარტამდე.

 

648 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31