სტუდენტური ქალაქების გიდი: კარდიფი

სტუდენტური ცხოვრება

უელსის დედაქალაქი კარდიფი გამოირჩევა გართობის შესაძლებლობათა სიმრავლითა და სიიაფით. აქ ხშირად იმართება ალტერნატიული მუსიკის საღამოები და ფესტივალები. მაგალითად, SWN, რომელმაც ადრე უმასპინძლა ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა: Beirut, The Cribs და Alt J. კარდიფი პატარა ქალაქია და კლუბებისა და ბარების უმრავლესობა ერთმანეთისაგან ფეხით სავალ მანძილზეა, თუმცა, მაინც საკმარისად დიდია იმისათვის, რომ იგრძნოთ – ძირითად ქალაქში იმყოფებით.

ღამის ცხოვრება

კარდიფში არის მთელი რიგი კლუბებისა და ბარებისა. Clwb Ifor Bach, ცნობილი, როგორც Welsh Club ყოველ პარასკევს დაბსტეპის საღამოებს აწყობს, შაბათობით – ინდი მუსიკის საღამოებს და სხვადასხვა ჟანრის მუსიკას თავაზობს სტუმრებს მთელი კვირის განმავლობაში. იმ ჯგუფებს შორის, რომელთაც აქ დაუკრავთ, არიან: Pavement, Blood Red Shoes და Foals.

მოპირდაპირე მხარეს არის Full Moon Club, რომელიც 2 წლის წინ გაიხსნა. გარდა უამრავი ბენდის მასპინძლობისა და რეგულარული კლუბური ღამეებისა, აქ ასევე აწყობენ თავისუფალი მიკროფონის ღამეებს The Electric Cwtch. ასევე, როკისა და მეტალის კლუბი Sweatros ღიაა ღამის 4 საათამდე და როგორც კი შუაღამე მოდის, აქ კარაქიანი ტოსტების უფასო ნაჭრებითაც კი უმასპინძლდებიან სტუმრებს.

19_17_7

მათ, ვისაც შედარებით სიმშვიდე უყვარს, შეუძლიათ ესტუმრონ Buffalo Bar-ს. ხოლო 10 Feet Tall-ში კი 90-იანი წლების ჰიპ-ჰოპისა და რნბ მუსიკის მოსმენაა შესააძლებელი.

დღის ცხოვრება

კარდიფის საფეღბურთო კლუბი პრემიერლიგაშია, ამიტომ, სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ, ისიამოვნონ ფეხბურთის ყურებით ნინიან პარკის საფეხბურთო მოედანზე. მილენიუმის მოედანზეც ასევე ღირს მისვლა, თუმცა, რაგბის დროს ის ყოველთვის გადაჭედილია.

ქალაქში უამრავი მაღაზია თუ კაფე-რესტორანია. მაგალითად, Restaurant Minuet, რომელიც ძალიან ცნობილია. აქვე შეგიძლიათ იხილოთ Spillers Records, რომელიც მსოფლიოს უძველესი ჩამწერი სტუდიაა. აქ ქალაქში გამართული ღონისძიებების ბილეთების შეძენაც შეიძლება.

Summer_on_Queen_Street_-_Cardiff_-_geograph.org.uk_-_1363923

შოპინგისათვის უნდა ესტუმროთ კარდიფის მოდის კვარტალს Womanby-ის ქუჩაზე, რომელზეც ოცი ცნობილი ტანსაცმლისა და ხელნაკეთი საჩუქრების მაღაზიაა. მეგობრებთან ერთად ლანჩზე წასასვლელად მშვენიერი ადგილია Milgi Lounge. აქ კერძების დიდი ასორტიმენტი და სასიამოვნო ინტერიერია.

საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად

ქალაქის ცენტრიდან ფეხით 15 წუთის სავალზე არის Roath-ის ქუჩა. აქ მშვენიერ პარკთან ერთად არის ტბა, რომელშიც ნავით შეგიძლიათ შეხვიდეთ. ქუჩის ერთ მხარეს დიდი კერძო სახლებია, ხოლო მეორე მხარე კი ყოველთვის სავსეა სტუდენტებით, რადგან, აქ უამრავი ბარი, მაღაზია თუ კაფეა.

2-6-7-2-0005_hols_se_RoathLake_16x9.ashx

 

www.independent.co.uk

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები