Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სად გავერთოთ 8 მარტს

სად გავერთოთ 8 მარტს
March 08
01:21 2014

გაგიკვირდებათ და ამ დღეს მხოლოდ ქალები არ აღნიშნავენ. ხშირ შემთხვევაში დატვირთვა მამრობითი სქესისკენ მიემართება.  ისინო ხომ ამ დღის მთავარი შემოქმედები ხდებიან.

სტუდენტებშიც აქტუალურია ეს დღე. ვინაიდან გოგონები მეგობარი ბიჭებისგან განსაკუთრებულ სიურპრიზს ელოდებიან. ბიჭებისთვის კი, ამ დღის ორიგანულური დაგეგმვა თავის ტკივილად იქცევა ხოლმე.

სწორედ ამიტომ, studinfo.ge იმ ივენთების შესახებ მოგიყვებათ, რომელიც თბილისში 8 მარტსაა დაგეგმილი.

სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად დილიდანვე შეგიძლიათ იზრუნოთ, გამომცემლობა პალიტრა L და წიგნების მაღაზია “ბიბლუსი” დღის 12 საათზე შოკოლადის დღესასწაულს გპირდებათ.

თუმცა, ღონისძიებების უმრავლესობა საღამოს საათებშია დაგეგმილი. 8 საათიდან თბილისი უამრავ საინტერესო ივენთს გვპირდება. პირველი და ყველაზე მასშტაბური ალბათ ფილარმონიაში დაგეგმილი ნიაზ დიასამიძის კონცერტი გახლავთ. თუ კიდევ დარჩა ბილეთები, სჯობს იჩქაროთ.

საღამოს 8 საათზე სხვა უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. უკმაყოფილონი არც პოეზისაა და მუსიკის მოყვარულები დარჩებიან.

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბარ-რესტორან La Casa -ში გაიმართება პოეზიის საღამო ცოცხალი მუსიკის თანხლებით, სადაც ირაკლი დეისაძე და სხვა საინტერესო პოეტები საკუთარ შემოქმედებას წაიკითხავენ.

რესტორან “კრუიზში” ასევე 8 საათზე პანტონიმების შოუ გელით, სადაც საღამოს მსახიობი მაკა შალიკაშვილი წაუძღვება.

ახალგაზრდებისთვის ყველაზე საინტერესო ალბათ ათონელის თეატრში დაგეგმილი ჯგუფ LOUDspeakers-ის კონცერტი გახლავთ. ივენთი 8 საათზეა ჩანიშნული.

სიმშვიდის მოყვარულებს შეუძლიათ თავი კაფე Public Coffeeის შეაფარონ და მშვენეირი ია ტომაშის მუსიკის მოსმენით დატკბნენ.

როგორც ხედავთ თბილისი ივენთების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ახლა, არჩევანი თქვენზეა.

466 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31