Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ეკატერინე ტოგონიძის წიგნის – „Aსინქრონის“ განხილვა

ეკატერინე ტოგონიძის წიგნის – „Aსინქრონის“ განხილვა
March 09
02:00 2014

[soundcloud url=”https://api.soundcloud.com/tracks/138602374″ params=”color=ff5500&auto_play=false&hide_related=false&show_artwork=true” width=”650″ height=”166″ iframe=”true” /]

ჟურნალისტ და მწერალ ეკატერინე ტოგონიძის ახალი წიგნის „Aსინქრონის“ მორიგი განხილვა წიგნის მაღაზია BookCity-ში გაიმართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და, საბოლოოდ, საინტერესო დისკუსიის ფორმა მიიღო. ღონისძიებას შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებიც ესწრებოდნენ. ეს შემთხვევით არ მომხდარა, წიგნი ხომ სწორედ ასეთი კატეგორიის ადამიანებს ეძღვნება. მთავარი გმირების პროტოტიპები ამერიკელი დები – ებილგეი და ბრიტანი ჰენსელები არიან. თუმცა, მწერლის თქმით, მათი ცხოვრების ხაზი სრულიად განსხვავდება წიგნში განვითარებული მოვლენებისგან.

წიგნის პრეზენტაცია ბევრად ადრე, 6 თებერვალს შედგა. ამ ღონისძიების ინსპირაცია კი, მკითხველთან შეხვედრა და მათთვის ემოციების გაზიარება გახდა.

„დღევანდელი საღამო იყო რომან „ასინქრონთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი შეხვედრა. ამ წიგნის პრეზენტაცია 6 თებერვალს ჩატარდა და შემდეგ უკვე BookCity-იმ გამოთქვა სურვილი, რომ ასეთი, ცოტა განსხვებული ფორმატის საღამო, აქ გამართულიყო. მიხარია, რომ 8 მარტს დაემთხვა, მშვენიერი საღამო გამომივიდა ამ კონკრეტულ დღეს. ძალიან ძვირფასი იყო ყველა ადამიანის მოსვლა. გამიხარდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც მესტუმრნენ“, – აღნიშნა ეკატერინე ტოგონიძემ.

წიგნი შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს, მათ ემოციებსა და პრობლემებს ეძღვნება.

„წიგნი ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და მთავარი გმირებიც სწორედ ამ კატეგორიის პირები არიან, თუმცა, ძირითადი აქცენტი რომანში ამაზე არ არის. აქ არის ის განცდები, პრობლემები, გამოწვევები, რომლებიც ყველა ადამიანს თანაბრად უდგას ცხოვრებაში. არჩევანის საკითხი გრძნობასა და გონებას შორის, რაციონალურსა და ემოციურს შორის“, – აღნიშნა მწერლამა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთვარი გმირის პროტოტიპები ამერიკელი დები ებიგეილ და ბრიტანი ჰენსელები გახლავთ. სიამის ტყუპები, რომელთა ცხოვრება, მათი ფიზიკური მდგომარეობის გამო, მეტად საინტერესო, და, ამავდროულად, სირთულეებთანაა დაკავშირებული.

„ებიგეილი და ბრიტანი ამერიკაში ცხოვრობენ და მათი ცხოვრების ხაზი სრულიად განსხვავდება ჩემი გმირებისგან, მე უბრალოდ ავიღე ანატომიური მოდელი და დამეხმარა ის ფაქტი, რომ ისინი მართლა არსებობენ და მართლა შესაძლებელია, რომ ერთ სხეულში ორი სული ცხოვრობდეს, თანაც ისეთი ფორმით, რომ ეს არის პრაქტიკულად ქალი ორი თავით, ანუ არის ორი თავი, ორი გონება, ორი გადაწყვეტილება, არის ორი გული, შესაბამისად – ორი გრძნობა, ორი სურვილი, ხოლო მენჯის ქვემოთ ისინი არიან ერთნი, ანუ მათ არ აქვთ არანაირი პირადი ცხოვრება, არანაირი პირადი სივრცე“, – დასძინა ეკატერინე ტოგონიძემ.

წიგნის განხილვაისას გაირკვა, რომ სულ მალე სტუდენტი ჟურნალისტებისათვის სპეციალური ტრენინგი ჩატარდება. მისი თემა კი მასმედიაში შეზღუდული უნარების მქონე ადამიანთა სწორი ტერმინოლოგით მოხსენიებაა. ამასთან, „შატომუხრანის“ სასახლეში, ბავშვებისათვის, იგეგმება ინკლუზიური ტური.

„პრეზენტაცია გასცდა წიგნის წარდგინებას და დაიგეგმა რამდენიმე აქტივობა, ერთი გახლავთ სემინარი, რომელიც, ალბათ, სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ სტუდენტებს და უფრო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, რადგან სწორედ მათ უნდა გაავრცელონ შემდეგ სწორი ტერმინოლოგია და მათ უნდა იცოდნენ, როგორ გაშუქდეს სწორად ეს საკითხები, ვგულისმხობ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების პრობლემებს. ასევე „შატომუხრანის“ მიერ ორგანიზებული ექსკურსია, რომელიც 15 ან 16 მარტს დაიგეგმა, იქნება ინკლუზიური ტური ბავშვებისთვის, დაათვალიერებენ სასახლეს, ღვინის ქარხანას, უფროსები ღვინოსაც დააგემოვნებენ, იქნება ჩურჩხელების ამოვლება და ქართული სუფრა“, – აღნიშნა მწერალმა ეკატერინე ტოგონიძემ.

გიორგი ურუშაძე

880 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31