ლევან ბერძენიშვილი – ქართველი სტუდენტების 20 % კარგია, 30 %-ს კიდე აიტან და, 50 % საერთოდ გასაშვებია

ვიდეო

გოეთეს ინსტიტუტში, დღეს, რადიო „შოკოლადის“ გადაცემა „წიგნების“ წამყვან ლევან ბერძენიშვილთან შეხვედრა შედგა. თემის გამოცნობა არცთუ ისე რთულია, რა თქმა უნდა, წიგნები. კონკრეტულად კი, გერმანული ლიტერატურა და, ზოგადად, ყველა ის პრობლემა, თუ გამოწვვა, რაც მსოფლიოს და საქართველოს ამ კუთხით აქვს. ამასთან, წამყვანის ამპლუაში წარმოდგენილმა პოლიტიკოსმა საკუთარი გადაცემები და მასში მიმოხილული წიგნები, მათი ავტორები გააცნო დამსწრე საზოგადოებას და დაგეგმილი გადაცემების თემაც გაუმხილა. შეხვედრა თავდაპირველად მონოლოგურ, შემდეგ კი, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრას სტუდენტები, ჟურნალსიტები და საზოგადო მოღვაწეებიც ესწრებდონენ, მათ შორის, კინომცოდნე, გოგი გვახარია.

1980746_10201979024372545_654608678_n (1)

10013265_792449194118330_325616903_n
ლევან ბერძენიშვილმა წიგნიერების დონეზეც ისაუბრა, შეეხო მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებს და განიხილა გერმანელი ავტორების, გოეთეს, ჰერმან ჰესეს ნაწარმოებები.

მან ქართველ სტუდენტებზეც ილაპარაკა და შემდეგი, საინტერესო დაყოფა შემოგვთავაზა. მისი თქმით, ქართველი სტუდენტების 20 % კარგია, 30 %-ს კიდე აიტან და, 50 % საერთოდ გასაშვებია უნივერსიტეტებიდან.

საღამოს დასასრულს, საზოგადოების თხოვნით, ბატონმა ლევანმა, მისი თქმით, ერთადერთი კომპოზიცია, რომელიც იცის, ბეთჰოვენის ერთ-ერთი სონეტა დაუკრა.

[jwplayer mediaid=”10936″]

ღონისძიების სპონსორი კომპანია „ჯეოსელი” გახლდათ.

გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები