ვაჟა დურგლიშვილის საღამო გორში

კულტურა

12 მარტს გორის კომბინატის კულტურის ცენტრში  ვაჟა დურგლიშვილის საღამო გაიმართა. კომპოზიტორი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტურნეს აწყობს, რომლის ფარგლებში გორში ვიზიტიც შედიოდა. კონცერტში სხვადასხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ,,მთიების’’ ახალგაზრდა წარმომადგენლებიც.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, პაპუნა კობერიძისა და ვაჟა დურგლიშვილის ,,შეხვედრა’’ სცენაზე ერთმანეთისთვის საჩუქრების გადაცემით დასრულდა. კომპოზიტორმა პაპუნა კობერიძეს  კრებული უსახსოვრა, სადაც თავისი სიმღერები იყო შესული.

ვაჟა დურგლიშვილის ვაჟმა, რატი დურგლიშვილმა, სურვილის მიუხედავად, ჩამოსვლა ვერ მოახერხა, რისი მიზეზიც მისი საფრანგეთში ვიზიტი გახდა. ამის შესახებ მაყურებლებს კომპოზიტორმა შეატყობინა.

ვაჟა დურგლიშვილმა კონცერტის მიმდინარეობის პროცესში არა ერთხელ აღნიშნა თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება გორელი მსმენელისა და გორისადმი და იმედი გამოთქვა რომ ამ ქალაქს კიდევ ხშირად ეწვევა.

სოფიკო თინიკაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები