დასაქმების ფორუმი სტუდენტებისათვის

დასაქმება

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი” სტუდენტებისათვის ყოველწლიურ დასაქმების ფორუმს მართავს. ფორუმში მონაწილეობა საქართველოში არსებულ ყველა უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრებიან და აპლიკანტებს საშუალება მიეცემათ წარადგინონ საკუთარი თავი. ამასთან, დასაქმების სააგენტო ქმნის ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება გამოცხადებული ახალი პოზიციების შესავსებად.

„სააგენტო ეიჩარის” წარმოამდგენელმა Studinfo-თან საუბარში აღნიშნა, რომ ღონისძიება უკვე 5 წელია ტარდება, კომპანიების აქტიურობა კიდევ უფრო იზრდება, რაც შესაბამსიად, მის შედეგიანობაზე მეტყველებს.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ამ შეტყობინებაზე დართული სააპლიკაციო ფორმა (მიჰყევით ბმულს) და გადაგზავნოთ მისამართზე:  cvjobfair@hr.ge
აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასევე hr.ge-ს საიტიდანაც.

დასაქმების ფორუმი გაიმართება 2014 წლის 4 აპრილს თბილისში. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 20 მარტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები