Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ჰეი, მეგობარო, დროა, გამოფხიზლდე – აქცია-კონცერტი – არა ნგრევას!

ჰეი, მეგობარო, დროა, გამოფხიზლდე – აქცია-კონცერტი – არა ნგრევას!
March 16
02:37 2014

„დროა, გამოვფიხზლდეთ“ – ეს არ ყოფილა დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგი, მაგრამ ლაითმოტივად ნამდვილად გასდევდა. არ ვაპირებ ,დავიცვა ქართული ჟურნალისტიკის სტანდარტები, რომელიც ძნელად შეიძლება სტანდარტებად ჩაითვალოს და სწორედ ჟურნალისტების მისამართითაც ვიტყვი – დროა, გამოფხიზლდეთ!

საზოგადოებავ, დროა, გამოფხიზლდე და პრობლემას სახელი დაარქვა. მაშინ, როდესაც თავისუფალ სტუდენტთა ჯგუფი აპროტესტებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, გარემოსა და მუშათა კლასის უფლეების დაცვა. გვრჩება იმედი, რომ საღი აზრი მუდამ იქნება ჩვენი თანმდევი.

ახალგაზრდული თავისუფალი დაჯგუფებები, „მწვანე მუშტი“ და „ძეგლის მეგობარი“ აგრძელებენ იმ თითქმის 6 თვის წინ დაწყებულ ბრძოლას, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისკენაა მიმართული.

აქცია-კონცერტი ეს იყო მშვიდობიანი გამოძახილი და გნებავთ, გზავნილი, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს, მოსახლეობის ინტერესები, ქვეყნის ეკონომიკის ბუნდოვან განვითარების პერსპექტივებს ანაცვალოს.

ჯგუფი „Loudspeakers“, შოთა ადამაშვილი, „მასკულტურა“, „Clockwork Smile“ და ლექსო რატიანი – მუსიკოსები, რომლებმაც საზოგადოებას შეახსენეს, რომ ხელოვნება ყოველთვის იქნება ადამიანების თავისუფალი ნების მხარდამჭერი და გამომხატავი.

პატარა მომღერალმა – ლექსო რატიანმა აქციის მონაწილეებს ხუდონჰესის პრობლემატიკაზე დაწერილი სიმღერა შესთავაზა და ამით, საბრძოლო მუხტი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.

1907578_737494959616760_1941240136_n

„კონკურსი ვნახე, თუმცა ისედაც ვაპროტესტებდი ხუდონჰესის საკითხს. ვნახე განცხადება, რომ იყო კონკრუსი, სხვადასხვა კატეგორიით, ერთ-ერთი სიმღერაც იყო, დავიწყე მეც ამის წერა, მაგრამ, როგორც ჩანს, აღარ გაკეთდა და სიმღერა შემრჩა, ამ სიმღერას ვხვეწდი გარკვეული დრო და ასეთ ფორმამდე მივიდა. სოლიდარობას ვუცხადებ ხაიშელებს და, ჩემი აზრით, მართლა კარგია, როცა ბავშვებიც გამოდიან მშვიდობიან აქციებზე და მე იმიტო გამოვდივარ, რომ ვინც ამას აკეთებს მიხვდნენ, ბავშვებიც კი ხვდებიან, რა სისულელეა!“ – აღნიშნა ლექსო რატიანმა.

„მწვანე მუშტის” ერთ-ერთი წევრის, ხატია მაღლაფერიძის განცხადებით, აქცია-კონცერტი სამი კონკრეტულ პრობლემატიკის გაპროტესტებისკენაა მიმართული – გადავარჩინოთ საყდრისი, არა ხუდონჰესს, სოლიდარობა მუშებს და დავიცვათ ვაკის პარკი.

„დღევანდელი აქციის ორგანიზატორები ვართ თავისუფალი სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტი” და „ძეგლის მეგობარი”. აქცია აერთიანებს ყველა იმ პრობლემას, რომლის გასაპროტესტებლად უკვე რამდენი ხანია, მე მგონი, მეექვსე თვეა გვიწევს ქუჩაში გამოსვლა. ეს არის უპირველეს ყოვლისა ხუდონჰესის პრობლემა, სტდუდენტები ვეწინააღმდეგებით რა რესურსების მაქსიმალურად ათვისების პოლიტიკას, გამოვდივართ, გიგანტური ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, სვანეთში, ხაიშის თემში. შემდეგი პრობლემა ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ვეწინააღმდეგებით საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს განადგურებას. გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ კომპანია RMG GOLD-ს მისცა მაღაროზე მუშაობის უფლება. რაც ნიშნავს იმას, რომ საყდრისი განადგურდება. შემდეგ ეს არის გარემოს დაბინძურების თემა და მუშების უფლებების თემა, კაზრეთის მაგალითით. მოვითხოვთ, რომ ყველა მათგანი აღდგეს სამუშაო ადგილებზე და ჰქონდეთ ნორმალური მუშაობის საშუალება. ჩვენ ვიყავით ჩასულები და მუშებმა გვითხრეს, რომ 2005 წლის შემდეგ მათ აღარ მიუღიათ სპეციალური ტანსაცმელი, რითაც უნდა იმუშაონ ამ ურთულეს პირობებში და ბოლო – ეს არის ვაკის პარკი, თბილისის მწვანე საფარის განადგურება უკვე შეუქცევად პროცესად იქცა. სტუდენტები ვეწინააღმდგებით ამას. ქალაქის მერიამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება“, – განაცხადა ხატია მაღლაფერიძემ.

სტუდენტების ორგანიზებულ აქციას მწერალი ირაკლი ლომურიც შეუერთდა, მისი აქ ყოფნა თავისთავად ცხადია, ნიშნავდა სოლიდარობის გამოხატვას საზოგადოებრივი პროტესტისადმი. მან ხაზი გასუვა მთავრობის უფლება-მოვალეობებს და განმარტა, რომ ხელისუფლება წარმოადგენს მოსახლეობის მიერ დაქირავებულ დროებით  ჯგუფს.

1653867_689449011098709_488667310_n

„ბუნებრივია და ლოგიკურია ჩემი აქ ყოფნა, სწორედ მაგას გამოხატავს, რომ მე სოლიდარობას ვუცხადებ სტუდენტების აქციას. სახელმწიფოს რაც შეეხება, არ უნდა იქცეოდეს ისე, თითქოს ეს არის მისი საკუთარი კარ-მიდამო და რასაც უნდა იმას გააკეთებს, არავის არ ჰკითხავს. ჩვენი ხელსიუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ ისინი არიან ჩვენ მიერ დაქირავებული დროებითი მოხელეები, ვისაც ჩვენ ჩავაბარეთ ქვეყნის მართვა, განკაგვა, რესურსები და ა.შ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სრულიად არ აინტერესებთ, მოსახლეობის ინტერესები, ის რომ რელურად ისინი არ ასრუსლებენ თავის ფუნქციას, მოვალეობას, ეს არის აღმაშფოთებელი და მე ყველანაირდ, ყოველთვის გამოვხატავ ამის საწინააღმდეგო პროტესტს და ავიმაღლებ ხმას. არ შეიძლება ამას შეეგუოს ადამიანი. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენ ქვეყანას ქონდეს მომავალი, ჩვენ ყველამ უნდა მოვთხოვოთ ჩვენს ხელისუფლებას, რომ პასუხი აგოს ამომრჩევლის წინაშე. ეს ეხება ყველა იმ პრობლემას, რაც დღეს საქართველოშია”, – აღნიშნა ირაკლი ლომოურმა.

აქციის მონაწილეები, ხვალ, კაზრეთში გადაინაცვლებენ, სადაც მუშათა უფლებების უხეშ დარღვევას გააპროტესტებენ. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, ასე რომ, გამოსაფხიზლებლად დრო ჯერ კიდევ გაქვთ. ხო, თქვენ მოგმართავთ.

სტატია მოამზადა გიორგი ურუშაძემ
ფოტოები – მარიამ წიქარიძე

340 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31