Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

შარდენზე ქართული გობელენის ფუძემდებლის გამოფენა გაიმართა

შარდენზე ქართული გობელენის ფუძემდებლის გამოფენა გაიმართა
March 19
17:22 2014

შარდენის 19 ნომერში გივი ყანდარელის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, მისი სახელი შესულია გობელენის მსოფლიო ენციკლოპედიაში. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის, კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის გარდა, ჩინეთშიც კითხულობდა ლექციებს. იყო პეკინის სამხატვრო აკადემიის, წინანისა და ჰარბინის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი. ასევე, საბჭოთა კავშირის პრემიის ლაურიატი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და პრიზი.

„დღეს თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი მასპინძლობს პროფესორ გივი ყანდარელის გამოფენას. იგი გახლდათ ქართული გობელენის პიონერი საქართველოში. შარშან იყო მისი საიუბილეო – 80 წელი, თუმცა, სარემონტო სამუშაოების გამო აქ ვერ მოხერხდა მისი ნამუშევრების გამოფენა და ახლა გადავწყვიტეთ ამ ღონისძიების ჩატარება. მას აღზრდილი ჰყავს მხატვართა დიდი პლიადა, რომლებიც აგრძელებენ მის საქმეს. ასევე, ამ გობელენის მუზეუმის, რომელიც მდებარეობს შარდენის ქუჩაზე, ერთ-ერთი დამფუძნებელი არის გივი ყანდარელი პროფესორ თამაზ ნუცუბიძესთან ერთად. დღევანდელ გამოფენას დაესწრნენ მისი კოლეგები, სტუდენტები, ახლობლები, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები“, – აღნიშნა Studinfo.ge-სთან საუბრისას გობელენის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ბატონმა ნიკა ნუცუბიძემ.

სალომე უსტარაშვილი

631 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31