ქართველი break dance-ის მოცეკვავეები Red Bull BC1 Caucasus Cypher-ზე იასპარეზებენ

ვიდეო

გუშინ თბილისში ჩატარდა red bull bc one საკვალიფიკაციო რაუნდი, სადაც 7 ქართველი შეარჩიეს red bull bc ones  Caucasus Cypher – ზე მონაწილეობის მისაღებად.

პირველი შესარჩევი ტური ქართველი break dance-ის მოცეკვავეებისთის 23 თებერვალს ჩატარდა, სადაც მონაწილეობას ორმოცდაათამდე მოცეკვავე იღებდა. მათგან მხოლოდ 16-ს მიეცა საშუალება გადასულიყო მეორე შესარჩევში, რომელიც 16 მარტს ჩატარდა, სადაც  მსოფლიო ჩემპიონმა ამერიკიდან BBOY ROXRITE-მა იმსაჯა.
საქართველოს TOP 16-დან Red Bull BC1 Caucasus Cypher-ზე გავა მხოლოდ არჩეული 7 საუკეთესო BBOY, რომელსაც დაემატება wildcard-ის მქონე 2 ქართველი BBOY. ეს 9 უძლიერესი BBOY იბრძოლებს უკვე შემდგომში, 13 აპრილს ჩატარებულ Red Bull BC One Caucasus Cypher 2014-ზე, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ ამიერკავკასიის საუკეთესო BBOYS.

Studinfo საუკეთესო შვიდეულში გასულ ქართველ ბიბოის,  leito-ს დაუკავშირდა.

1385133_578927742169235_1283843555_n

”ძალიან ახლო კავშირში ვართ ყველა ბიბოი საქართველოში, ამიტომ ყველა ბატლზე ვცდილობ მივიღო მონაწილეობა. 4 წელია რაც ვარ დაკავებული ბიბოინგით, რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობაა Red Bull BC One-ზე, მოკლედ გეტყვით რომ ეს არის დღევანდელი დღისთვის ყველაზე პრესტიჯული ბატლი 1 vs 1 მთელ მსოფლიოში. მოგებული Red Bull BC one Cypherის გაემგზავრება პარიზში სადაც შეიკრიბებიან ევროპის საუკეთესო მოცეკვავეები, Qualifer-ის მოგებული კი გამეგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე Red Bull BC one Finals-ზე”, – აღნიშნა კონკურსის მონაწილე ბიბოი ლეიტომ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები