სიურპრიზი პოეზიის მოყვარულებს!

კულტურა

 

21 მარტს მსოფლიოში პოეზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება.  Studinfo.Ge პოეზიის მოყვარულებს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით პატარა სიურპრიზს გთავაზობთ და ახალ ინფორმაციასაც აანონსებს.

აპრილიდან იგეგმება რადიო-გადაცემების ციკლი სხვადასხვა თემაზე, ერთ-ერთი კი სწორედ პოეზია გახლავთ. გადაცემა მიეძღვნება როგორც ძველი დროის, კლასიკოსი პოეტების შემოქმედებას, ასევე ლექსთა თანამედროვე ავტორებს.

მანამდე სტუდინფოს მკითხველებს აქვთ შესაძლებლობა, მოისმინოს წამყვანის მიერ წაკითხული პოეტური შედევრები და მოგვწეროს სასურველი ლექსები, რომლებსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები