ამერიკული პრესის ლიდერი – Time – ქართულ ენაზე

კულტურა

”პალიტრა მედიის” ორგანიზებით სასტუმრო ”თბილისი მერიოტში”  ამერიკული ჟურნალ ”თაიმსის” ქართული თარგმანის პრეზენტაცია მოეწყო. პროექტის საწყის ეტაპზე შეიკრიბა ის მნიშვნელოვანი სტატიები, რომლებიც ქართველმა მკითხველმა უნდა გაიცნოს.

Studinfo.Ge ჟურნალის პრეზენტაციაზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ესაუბრა.

”მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა, ძალიან ცხადი და მარტივი მიზეზის გამო. ”თაიმი” არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ავტორიტეტული და ობიექტური ჟურნალი. შესაბამისად  ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გულსიხმობს, რომ საქართველო ეს იყო ქვეყანა, რომელიც იყო რკინის ფარდის ქვეშ. ძალიან კარგი იქნება, გაეცნოს იმ მოვლენებს, რაც მიმდინარეობდა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში. ასე რომ, ამ გამოცემის პრეზენატცია, წარდგენა, საერთოდ გამოსვლა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტი”.

მისი თქმით, ჟურნალის სახით, სულ 16 წიგნი უნდა გამოვიდეს.

გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები