Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

აუდიო წიგნები უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის

აუდიო წიგნები უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის
March 25
22:38 2014

25 მარტს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „აუდიო წიგნები უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისათის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში კომპაკტ დისკებზე ჩაიწერა 20 აუდიო წიგნი. საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სკოლის ასაკის მოზარდებისთვის ჩაეწერათ მხატვრული ლიტერატურა. სასურველი წიგნების სია პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი შეთანხმების შედეგად შეარჩიეს. ჩაწერილი წიგნების სია ფართო სპექტრს მოიცავს: იაკობ გოგებაშვილი, ვიქტორ ჰიუგო, გოდერძი ჩოხელი, ჯემალ ქარჩხაძე, ასტრიდ ლინდგრენი, ისტორიული ქრონიკების ამსახველი წიგნები და ა.შ.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების „მარიანისა“ და „სამოქალაქო ინიციატივის“ ორგანიზებით განხორციელდა. აუდიო წიგნები საგანგებოდ შერჩეულმა მოხალისეებმა ჩაწერეს. 14 მოხალისეს (სულ მცირე) 36 სატრენინგო საათი დასჭირდა მეტყველების კულტურაში, რაც ბგერების გაწმენდას, ხმის დამუშავებას, მცირემხედველ და უსინათლო პირთათვის აუცილებელ კითხვის სტანდარტების სწავლას გულისხმობდა. პროექტის სპეციფიკური სახელის მიუხედავად, ჩაწერილი ნაწარმოებების მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ორგანიზატორებმა: ქეთევან ქიმოსტელმა, ანა მიქიაშვილმა სიამაყით აღნიშნეს, რომ პროექტით 200-ზე მეტი აპლიკანტი დაინტერესდა.

ჩანაწერები უფასოდ გავრცელდება რეგიონებში. მხედველობადაქვეითებულთათვის ადაპტირდა ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი, აუდიო ჩანაწერები განთავსდება lib.ge-ზეც.

დასკვნით ნაწილში მემორანდუმი გაფორმდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანს“, „დიოგენესა“ და „ტიფლოპოლიგრაფიას“ შორის. მოხალისეებმა მრგვალ მაგიდასთან მცირე ექსპერიმენტი მოაწყვეს და უსინათლო, მცირემხედველ მოზარდებს აუდიო ჩანაწერები მოასმენინეს. გაწეული შრომისთვის ორგანიზატორებმა 14 მოხალისეს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის განვითარების პროგრამის ფარგლებში და მხარდაჭერილია საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ.

თეკლე ქაროსანიძე

938 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31