Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“ – თსუ-ის სააქტო დარბაზში

„მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“ – თსუ-ის სააქტო დარბაზში
March 25
10:13 2014

10151994_737129512994484_1442170277_n  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერიოდულად იწვევენ თავისუფალი თეატრის მსახიობებს და სხვადასხვა სპექტაკლს დგამენ. 24 მარტს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში სტუდენტების სურვილით ჩატარდა სპექტაკლი – „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“. მსგავსი საღამოები ადრეც ყოფილა და მომავალშიც იგეგმება.

GEDSC DIGITAL CAMERA

Studinfo.ge ღონისძიების ორგანიზატორებს, სტუდენტებს და მსახიობებს გაესაუბრა.

ცოტნე ბჟალავა, თსუ-ის ცენტრალური თვითმმართველობის კულტურის თავმჯდომარის მოადგილე:

–   დღეს ვუწევთ ორგანიზებას სპექტაკლს – მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ – უნივერსიტეტში ჩასატარებლად. თავისუფალ თეატრთან ადრეც გვქონია მოლაპარაკება, ჩავატარეთ მათი „ჯინსების თაობა“, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. დარბაზში ადგილების რაოდენობა არის 700 და 2000-მდე ადამიანი ესწრებოდა. ამით მივხვდით, რომ სტუდენტებს სჭირდებათ სპექტაკლები უნივერსიტეტში. ჩავატარეთ გამოკითხვა, პირველ რიგში, რომ ინტერესები ყოფილიყო გათვალისწინებული.  შემდეგშიც ვაპირებთ, გავაგრძელოთ თანამშრობლობა, არამარტო თავისუფალთან, რუსთაველის თეატრთან და სხვა თეატრებთან. გარდა ამისა, ვატარებთ ლუკა ზაქარიაძის კონცერტს მის ბენდთან ერთად – არსად ჩატარებულა მსგავსი ღონისძიება. მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და, სავარაუდოდ, პირველ აპრილს გაიმართება კონცერტი.

–  ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციას ჩვენთან რომ აანონსებთ. დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით კიდევ მაინტერესებს, ტექნიკურად როგორ მოხერხდება უნივერსიტეტის სცენაზე სპექტაკლის დადგმა? როგორც ვიცი, გარკვეული სპეციფიკური განათებებია საჭირო…

– ჩვენ ვთხოვეთ თავისუფალ თეატრს, შეემოწმებინა ეს დარბაზი და დათვალიერების შემდეგ, მათ გვითხრეს თანხმობა. ამ სპექტაკლზე არ შევჩერდებით, ისევ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას, მაგალითად, გვსურს „ძმების“ ჩატარებაც მორიგ ღონისძიებად.

ანი ხარაიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი:

„ეს სპექტაკლი ნანახი მაქვს, ძალიან მომეწონა და საკმაოდ გულისამაჩუყებელი კადრებია. მსახიობები თამაშობდნენ ძალიან კარგად და ყველაზე მეტად ეს მომეწონა და მესიამოვნა. მე არ მაქვს გომელაურის თამაში ნანახი, თუმცა ამ როლის შემსრულებელი მსახიობი როლს უხდება ძალიან და გომელაური როგორ მოუხდებოდა, უკვე აღარ ვიცი… რაც პირველად ვნახე ეს სპექტაკლი, საპრემიერო გამოსვლები იყო და მას შემდეგ გავიდა რამდენიმე წელი, მაინტერესებს, ახლაც იგივენაირი ემოციებით ითამაშებენ თუ არა. მაშინ მოზღვავებული ჰქონდათ ემოცია, ეტირებოდათ კიდეც მსახიობებს. ახლა ჩემს მშობლიურ თსუ-ში ვარ და მაინტერესებს ჩემი უნივერსიტეტელების შეხედულებებიც, რამდენად მოეწონებათ. ვისურვებდი, სხვა დროსაც ჩაეტარებინათ მსგავსი ღონისძიებები. ასევე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ახალი და ახალი სპექტაკლები დაიდგას სპეციალურად სტუდენტებისთვის.“

1975226_724551754252260_2071200833_n

მარიამ ჯოლოგუა, მთავარი როლის შემსრულებელი:

„მე ვერ ვიქნები ობიექტური, როცა საქმე ეხება ამ დარბაზს და ამ კორპუსს. მართლა აქ დავიბადე და აქ გავიზარდე, ჩემი ბაბუა, მშობლები, რაც მახსოვს, სულ აქ მუშაობდნენ. საახალწლო ნაძვის ხე და ყველაფერი ამ დარბაზში იყო ჩემთვის. სანამ თეატრალულში ჩავაბარებდი, დავამთავრე თსუ-ის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი და, შესაბამისად, ახლა რომ შემოვედი… იმდენი წელია, არ ვყოფილვარ… ისეთი შინაურულია ეს ყველაფერი ჩემთვის… რა თქმა უნდა, სტუდენტურ აქტივობებში მაქვს მონაწილეობა მიღებული ამ სცენაზე, მაგრამ დღეს პასუხისმგებლობა ორმაგია. დღეს ჩვენია ეს ყველაფერი… აქამდე პრეტენზია ვერ მექნებოდა ასეთ გამოსვლაზე და ეს მიღწევაა ჩემთვის. შეიძლება საპრემიერო ვერ დავარქვა, მაგრამ საგასტროლო განწყობა მაქვს აბსოლუტურად, ცოტა მეშინია კიდეც, იმიტომ, რომ დარბაზი დიდია. მაყურებლისა და მსახიობების დამოკიდებულება ცოტა უფრო ინტიმურია ხოლმე, თავისუფალი თეატრის დარბაზიც გაცილებით პატარაა. შესაბამისად, აქ რომ შეიქმნას ეს მაგიური ატმოსფერო და სპექტაკლი იყოს დამაჯერებელი მაყურებლისთვის, უფრო რთულია. ტექნიკური საკითხების გასათვალისწინებელია, ხმამაღლა გვიწევს თამაში, მიზანსცენების გაიშლება სცენის სიდიდის გამო და მღელვარება ამ თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, არის.“

ამ სპექტაკლმაც ანშლაგით ჩაიარა, მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა ნანახით.

გთავაზობთ ღონისძიების საფინალო ვიდეო მასალას:

 

სალომე უსტარაშვილი

1,044 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31