კონკურსი „თბილისური გაზაფხული“

კონკურსები

თბილისის მერიასთან არსებული თბილისის განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს სახვით ხელოვნებაში„თბილისური გაზაფხული“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც არის მოყვარული მხატვარი ან სწავლობს სახვითი ხელოვნების განხრით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი 25 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით  უნდა დარეგისტრირდეს თბილისის განვითარების ფონდის ელექტრონულ ბაზაში www.tdf.ge ან თბილისის განვითარების ფონდის Facebook-ის გვერდზეhttps://www.facebook.com/tbilisisganvitarebisfondi/app_707763865913169  სადაც მიუთითებს პირად მონაცემებს.

რეგისტრირებულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფერწერული ნამუშევარი, რომელზეც ასახული იქნება რეაბილიტირებული თბილისის შემდეგი უბნები:

  1. კალაუბანი;
  2. აბანოთუბანი;
  3. ლეღვთახევი;
  4. რიყე;
  5. აღმაშენებლის გამზირი (პლეხანოვი, მინი პლეხანოვი);
  6. მარჯანიშვილის მოედანი;
  7. მარჯანიშვილის ქუჩა;
  8. ზაარბრუკენის მოედანი;
  9. მეტეხის აღმართი;
  10. ჯორბენაძის ქუჩა;
  11. მაჩაბლის N17;
  12. მთაწმინდის ტრამვაი;
  13. გმირთა მოედანი;
  14. პუშკინის ქუჩა;
  15. ცაბაძის ქუჩა;
  16. ბოტანიკურის ქუჩა;
  17. ჩახრუხაძის ქუჩა;
  18. ბარათაშვილის გუმბათიანი.

აუცილებელი პირობა: ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ფერში შემდეგ ზომებში: 50სმX60სმ

წარმოდგენილი ნამუშევარი, რომელზეც არ იქნება ასახული საკონკურსო პროგრამაში მითითებული უბნები გამოეთიშება კონკურსს.
ნამუშევრები მიიღება 1 მაისიდან 12 მაისის 18.00 საათამდე თბილისის განვითარების ფონდში, შემდეგ მისამართზე ზუბალაშვილების N48, II სართული.
კონკურსთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ Email-ით info@tdf.ge ან Facebook-ის თბილისის განვითარების ფონდის გვერდზე https://www.facebook.com/tbilisisganvitarebisfondi .

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს სახვითი ხელოვნების წარმომადგენლებისა და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური.
კონკურსის დასკვინი ეტაპი, ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მაისში.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება გრანპრის, ერთი I, ორი – II და სამი – III ადგილის მფლობელი.

კონკურსის გამარჯვებულს, გრანპრის მფლობელს გადაეცემა 4 000 ლარი.
პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება 3 000 ლარით,
მეორე ადგილი – 2 000 – 2 000 ლარით,
მესამე ადგილი  – 1000-1000 ლარით.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები