Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

AIESEC გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია

AIESEC გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია
March 27
13:55 2014

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში AIESEC გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ისაუბრეს, გაცვლით პროგრამებთან ერთად სტუდენტებს 124 ქვეყანაში სტაჟირების გავლის საშუალება აქვთ. სტაჟირება 6 კვირიანია, შესაძლებელია დასაქმებაც, იმ პროფესიით რომელსაც სტუდენტი ეუფლება. AIESEC–ი გრძელ და მოკლევადიან გაცლით პროგრამებს ახორციელებს. მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების საფასური 600 ლარია, ხოლო გრძელვადიანის 900. AIESEC– ის წევრი სტუდენტებისთვის 30% ფასდაკლება მოქმედებს.

“მსგავს პროგრამებში უნივერსიტეტში სტუდენტები აქტიურად ჩართულები არ არიან, ხშირ შემთხვევაში არ აქვთ საშუალება თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. AIESEC–ი სტუდენტებს საშუალებას აძლევს: ორგანიზაციაში გაწევრიანების; გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის; სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ კონფერენციებსა და სემინარებში ჩართვის, ასევე სამუშაო გამოცდილების მიღების პერსპექტივას”– აღნიშნა AIESEC  ქუთაისის პრეზიდენტმა ნინო ხარებავამ.

გარდა იმისა, რომ AIESEC-ი თავის წევრებს ყოველწლიურად სთავაზობს 24,000 ლიდერულ პოზიციას და მთელს მსოფლიოში 100,000 წევრისათვის 500 კონფერენციას უწვეს ორგანიზებას, ასევე ყოველწლიურად 27,000-მდე გაცვლით პროგრამას ახორციელებს.

ორგანიზაციაში გაწევრიენების მსურველება უნდა ეწვივნონ AIESEC ქუთაისის Facebook– ის ოფიციალურ გვერდს და შესაბამისი აპლიკაცია შეავსონ.

ავტორი: ანა ჯიქია
studpress.ge

693 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31