ფანARTი – მოდისა და დიზაინის დღე

მოდა

27 მარტი ფესტივალ „ფანARTზე“ მოდასა და დიზაინს დაეთმო.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ფოიეში დიზაინერთა: მარიამ დევდარიანის, მარი მარქაროვას, მარიამ ძიძიკაშვილისა და მაგდა ჯიშკარიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გაიმართა დეფილე სადაც Geomodelsის მოდელებმა, დიზაინერ მატა ცერცვაძის კოლექცია წარმოადგინეს. თაზო მაჩიტიძემ კი სხეულზე შესრულებული ნახატები (body art) შემოგვთავაზა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები