წიგნებმა ხეტიალი გორის ქუჩებშიც დაიწყეს

კულტურა

დღეს ახალგაზრდებს არაჩვეულებრივი იდეები მოსდით თურმე, ნუ იტყვით და, ჯაბა ზარქუას გადასარევი იდეა მოსვლია თავში: “ერთი ასეთი იდეა მაქვს, პირობითად დავარქვათ “საჯარო ბიბლიოთეკა”
მოკლედ, გაგვაქვს წიგნი ქუჩაში (მე ჩემსას გავიტან და საკუთარ თავსაც წავეხმარები ბარემ ოდნავ :))) ) და ვდებთ სადმე – მეტროს ამოსასვლელში, ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, პარკში, ინსტიტუტის წინ და ა.შ. ზედ დავაწერ “წაიკითხე და არ დაიტოვო, არც არავის მისცე – დადე ქუჩაში” და მივაგდებ. საინტერესოა რა გზას გაივლიან. იქნებ უკან დაგიბრუნდეს წლების მერე, ან საერთოდაც გლდანის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს ან ვინმემ დაიტოვოს ან რავი.

მე რომ ასე მეპოვა წიგნი ქუჩაში, ძაან გამისწორდებოდა და ჩავერთვებოდი თამაშში.

მოგწონთ? შემომიერთდებით? :)) ერთი ნებისმიერი წიგნი გავიმეტოთ, “დავაბინძუროთ” ქუჩები ;))
მის იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მკითხველები საკუთარი თაროებიდან წიგნებს ათავისუფლებენ და თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, გორის, ფოთის ქუჩებში სახეტიალოდ უშვებენ.

3 აპრილს მოხეტიალე წიგნების აქციამ  ქ.გორში ჩამოაღწია და ბაკურს სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივით მოეწყო მასშტაბური აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა წიგნის როლის პოპულარიზაციას,  მთელი ქალაქი მათ შორის: ლიდერთა ქსელის, საზოგადოება ბილიკის, ლიდერთა სახლისა და მუნიციპალიტეტის ლიდერები და აქტიური ადამიანები ჩაერთვნენ. მათ  წიგნები გაუშვეს სამოგზაუროდ “რათა იპოვოს წიგნმა პატრონი და წაიკითხოს, ხოლო შემდეგ კვლავ გაუშვას” .

გორის საინტერესო სიახლეები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები