თესაუს ტერიტორიაზე ეკლესია აშენდება

უნივერსიტეტების სიახლეები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ეკლესიის აშენება იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით, თესაუს ადმინისტრაციის წარმომადგენელბი:  რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაატა გოცირიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნელი ცქიტიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დავით ჯავახიშვილი და იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლაშა მიქელაძე აბბა  ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს შეხვდენენ.

მეუფე თესაუს ადმინისტრაციის წინადადებას დათანხმდა. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის ტერიტორიას არქიტექტორი მოინახულებს, შეთანხმდება პროექტის დეტალები და დაიწყება მშენებლობა.

ეკლესია უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა შემოწირულობებით აშენდება.

წყარო: თესაუ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები