Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

9 აპრილის ტრაგედია მემორიალთან აქციით აღინიშნა

9 აპრილის ტრაგედია მემორიალთან აქციით აღინიშნა
April 09
15:54 2014

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. პარლამენტის ყოფილი შენობის წინ დღეს უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ძირითადად, ვეტერანები და გმირების ახლობლები, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი პაპების თაობა, მათ შორით შენიშნავდით ახალგაზრდებსაც სანთლებით. დაღუპულთა მემორიალი ტიტებითა და ყვავილების გვირგვინებით მოერთათ. 

DSCF0148

Studinfo.Ge იქ მყოფ ადამიანებს გაესაუბრა და სთხოვა, გაეხსენებინათ მაშინდელი ემოცია:

“…ყველას ისე გვიყვარდა ერთმანეთი, ისეთი ბედნიერი დღეები მერე მე უკვე აღარ მქონია… მეც აქ ვიდექი, მთელი თბილისი აქ ვიყავით, ჩემი მეგობრები… ყველას ერთი და იგივე გრძნობა და ერთი და იგივე მიზანი გვქონდა. დღეს სინანულის განცდა მაქვს, სიყვარული რომ აღარ არის, აი, ეს მტკენს გულს,”ქ-ნი გიული.

DSCF0169

ღონისძიების მონაწილეთა შორის ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილი შევნიშნეთ, რომელმაც ქართველთა ერთიანობასა და საბჭოთა მაშინდელ საფრთხეებზე ისაუბრა:

”დღეს 25 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან, ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც ყველა უსვამს ხაზს, ეს არის ერთსულოვნება – რაც მაშინ იყო. მე მინდა, აღვნიშნო, რა იყო ამ ერთსულოვნების საფუძველი. ერთსულოვნების საფუძველი გახლდათ ის, რომ ჩვენს ქვეყანას რეალურად გამოეკვეთა მოწინააღმდეგე, მტერი, ამ შემთხვევაში, ზოგადად, საბჭოთა კავშირის სახით. ამ მტრის წინააღმდეგ, ყველამ საერთო მიზანი დაინახა, მის წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა. ჩვენ ვიქეცით იმ ჯარისკაცებად, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, ერთმანეთს გვერდში დგომოდნენ. ამ ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატვა იყო სწორედ ეს. დღეს ჩვენ შევნატრით და ვფიქრობთ, განმეორდება თუ არა იმგვარი ერთობა. თუ ვიტყვით, რომ ეს იყო მტრის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლა, მაშინ ამდაგვარი გაერთიანების საფუძველი დღეს არც გვინდა, ღმერთმა მტერი არ მოაყენოს საქართველოს კარზე! ჩვენ, ყველანი, მეტნაკლებად ჩართულები ვიყავით, მაშინ არავის ჰქონდა კონკრეტული ბიოგრაფია, პირობითი სახელები ამ მეგობრებს უფრო მოგვიანებით დაერქვათ. დღეს ჩემი განცდა ორმაგია: ერთი არის ტკივილი, იმის გამო, რომ აქ სისხლი დაიღვარა, დაიღუპა ხალხი და მეორე არის ის სიხარულის გრძნობა, რომელიც წეღან ვახსენეთ – საფუძველი ერთიანობის. არცერთი ომი მსხვერპლის გარეშე არ არის, მაგრამ როდესაც სამშობლოსთვის გაღებულ ბრძოლაში ვინმე, ესა თუ ის პიროვნება ეცემა, ამაზე მეტი ღირსება და პატივი რა უნდა იყოს. ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვარ, ერთხელ მოვსულვართ და ერთხელ წავალთ. დიდი მოწიწება მაქვს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მაშინ თავი დადო და, ამავდროულად, დიდი მოწიწება იმ ხალხის მიმართ, ვინც დღემდე მოიტანა ჩვენი ქვეყანა.” 

მოამზადა სალომე უსტარაშვილმა

397 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2014
M T W T F S S
« Mar   May »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930