სტუდენტური ქალაქების გიდი: პარიზი

სტუდენტური ცხოვრება

პარიზი, უკვე მეორე წელია, პირველ ადგილს იკავებს საუკეთესო სტუდენტური ქალაქების რეიტინგში. როგორც ყველას მოგვეხსენება, იგი მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ და ამავდროულად, ყველაზე ძვირიან ქალაქად ითვლება. თუმცა, იგი ნამდვილად აკმაყოფილებს საუკეთესო სტუდენტური ქალაქის ყველა კრიტერიუმს. მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტიდან, 17 სწორედ პარიზშია.

ღამის ცხოვრება

პარიზი ნამდვილად პიონერია ინოვაციებისა მოდაში, მუსიკასა თუ დიზაინში. ამას მისი კლუბური ცხოვრებაც ადასტურებს. თუ პარიზში აღმოჩნდებით, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ქალაქი ისე, რომ ამ არაჩვეულებრივი კლუბებიდან ერთ-ერთს მაინც არ ესტუმროთ. აქ გატარებული ღამე არასოდეს დაგავიწყდებათ. ესენია: Le Social Club, რომელიც, პატარა ზომის მიუხედავად, შესანიშნავ ატმოსფეროს გიქმნით და გთავაზობთ როგორც ფრანგულ, ასევე ინტერნაციონალურ ჰაუსსა და ტექნო მუსიკას. La Scene Bastille ასევე პარიზის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელიც ნამდვილად მოგცემთ საუკეთესო დროის გატარების გარანტიას. ხოლო Chacha Club ნამდვილად მოგხიბლავთ თავისი კოსმოპოლიტური ატმოსფეროთი და ელეგანტური დეკორით. გარდა ამისა, იგი უმშვენიერეს Les Halles-ს ბაღს გადაჰყურებს.

rex2

დღის ცხოვრება

დღის განმავლობაში, შესვენების დროს, სტუდენტებს უდიდესი არჩევანი აქვთ კაფეებისა თუ საცხობებისა. ყველაზე გემრიელ ადგილებს შორის, სტუდენტები წასახემსებლად გამოარჩევენ: Le Boulanger des Invalides, Le Moulin de la Vierge, Dominque Saibron და Boulangerie Poilâne-ს. ეს ადგილები ნამდვილი სამოთხეა ფუნთუშეულობის მოყვარულთათვის.

გარდა ამისა, აქ უამრავი კაფეა, რომელთა შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა Cafe Oz, რომელიც Grands Boulevards-ში მდებარეობს. აქ სისადავე და მეგობრული გარემოა.

შეგიძლიათ, მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წახვიდეთ და შესანიშნავი დრო გაატაროთ. ამისათვის მშვენიერი ადგილია ბაღი, რომელიც ეიფელის კოშკთან მდებარეობს. აქ ყოველთვის უამრავი ხალხი იყრის თავს. ასევე, წყვილებისათვის არაჩვეულებრივი სასეირნო ადგილია Pont des Arts, რომელიც მდინარე სენას გასწვრივ მდებარეობს.

შოპინგის მოყვარულებს კი ნამდვილად არ გაუკვირდებათ, რომ აქ უამრავი ადგილია, სადაც ნებისმიერი კლიენტის გემოვნების დაკმაყოფილებას შეძლებენ.

სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ უცხოელი სტუდენტების მიერ შექმნილ რაგბის გუნდში BRFC და თავად ითამაშონ, ან უგულშემატკივრონ მეგობრებს.

0691

საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარიზი საკმაოდ ძვირიანი ქალაქია, თუმცა, აქ მაინც არის შესაძლებელი ხელმისაწვდომი საერთო საცხოვრებლების პოვნა. ასეთ საცხოვრებლებს შორისაა Oops! Budget Hotel, რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებასაც თავისუფლად შეძლებთ. ამას გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გექნებათ ყველა საჭირო დაწესებულება: მაღაზიები, კაფეები თუ სხვა…

Woodstock Hostel კი შესანიშნავი ადგილია იმათთვის, ვისაც ღამის ცხოვრება უყვარს. თავისუფლად შეგიძლიათ შინ გვიან ღამით დაბრუნდეთ, რადგან, იგი, ბევრი საერთო საცხოვრებლისაგან განსხვავებით, არ იკეტება ადრე. ამას გარდა, იგი ისეთ ადგილზე მდებარეობს, რომ ირგვლივ უამრავი გასარობი დაწესებულებაა. ასე რომ, შორს წასვლაც არ დაგჭირდებათ.

l

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

www.parisyearabroad.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები