უილიამ ლაჰიუს ვიზიტი გორის უნივერსიტეტში

უნივერსიტეტების სიახლეები

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ, ნატოს კვირეულის ფარგლებში გორის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. ის ნატო-საქართველოს ურთიერთობებს შეეხო და აღნიშნა, რომ ალიანსისთვის ჩვენი ქვეყანა მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორია. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველომ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ის აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა.

ლექციის დასრულების შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. სტუმარმა პასუხი გასცა აუდიტორიის შეკითხვებს და მათი ავტორები სიმბოლური საჩუქრებითაც (ნატოს მაისურები, ქუდები) დააჯილდოვა.

სოფიკო თინიკაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები