გაეროს მოდელირება სტამბულში

გაცვლითი პროგრამები

გაეროს მოდელირება სტამბულში.

გაქვს ლიდერული თვისებები ??? გინდა მიიღო საერთაშორისო გამოცდილება??? გსურს შეიძინო ახალი მეგობრები ??? მაშინ ეს პროექტი შენთვისაა !!! არ გაუშვა უნიკალური შესაძლებლობა ევროპელ დიპლომატთა ასოციაციისაგან.

პროექტში: „გაერთიანებული ერების მოდელირება“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2014 წლის 9 ივნის და დასრულდება 13 ივნისს.

გაერთიანებული ერების მოდელირების ტრეინინგ-პროგრამა საუკეთესო
საშუალებაა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, უკეთ გაეცნონ გაერთიანებული ერების მუშაობის სპეციფიკას, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, მიიღონ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საჯარო გამოსვლებში, დებატებსა და სხვა სიტუაციურ თამაშებში მონაწილეობით, შეიძინონ ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან და მოიპოვონ საერთაშორისო სერთიფიკატი.

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს
300 ევროს.
ღირებულებაში შედის:
– სასტუმროს ხარჯები
– კვება(საუზმე, ლანჩი)
– მგზავრობის ხარჯები (ორივე გზა)
– კონფერენციაში მონაწილეობა
– კონფერენციისთვის მოსამზადებლად საჭირო მასალები
– სამი წინამოსამზადებელი შეხვედრა
– ლანჩი კონფერენციის დღეებში
– საერთაშორისო სერთიფიკატი

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
– მოტივაციის მქონე დაინტერესებულ პირებს
– ბაკალავრიატის სტუდენტებს
– მაგისტრატურის სტუდენტებს
– დოქტორანტურის სტუდენტებს
– მე-12 კლასის მოსწავლეებს

პროექტის მონაწილე საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 2014 წლის 20 აპრლილამდე გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე : diplomats.eu@gmail.com სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და UN Turkey

დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ევროპელ დიპლომატთა ასოციაციის ოფისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ევროპელ დიპლომატთა ასოციაცია
ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 76ა
ტელ: 557 30 24 11 ნიკა ან 555 76 80 76 ზურა
ელ–ფოსტა: eudiplomats@gmail.com
თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს: like page :https://www.facebook.com/eudiplomats

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები