უფასო კურსი ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მოსამზადებელად ილიაუნისგან

უნივერსიტეტების სიახლეები

უფასო კურსი ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩამბარებელთათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებს სთავაზობს უფასო ინტენსიურ კურსს.

კურსის მიზანია, მსურველები დაეუფლონ საგამოცდო (GRE, GMAT ტიპის) ტესტების უმოკლეს დროში ეფექტურად შესრულების სტრატეგიებს.

კურსის აღწერა
კურსი, რომელიც შედგება ორი სესიისგან, (თითოეულის ხანგრძლივობა 3 სთ და 30 წთ), საგამოცდო ტესტის შესაბამისად, ფარავს შემდეგ კომპეტენციებს:

წაკითხულის გააზრება
მონაწილეები ტიპური, მაღალი სირთულის მქონე ტექსტების მაგალითზე გაეცნობიან ტექსტის სწრაფად და ეფექტურად დამუშავების სტრატეგიებს და კითხვებზე სწორი პასუხის მიგნების საშუალებებს.

ანალიტიკური წერა 
სამაგისტრო პროგრამებისა და მიმართულებების გათვალისწინებით, განიხილება რამდენიმე ტიპის ესეს სტრუქტურა და წერის პრინციპი. მონაწილეები გაეცნობიან ესეების შესწორების კრიტერიუმებს და შეეცდებიან, თავად გაასწორონ ნებისმიერი ესე და, კრიტერიუმების შესაბამისად, დათვალონ ქულები.

ლოგიკური მსჯელობა
ტრენინგის ფარგლებში გარჩეული იქნება 50 ამოცანა. მსმენელები გაეცნობიან ამოცანების ამოხსნის  ხერხებს და, ათვისებული მიდგომების გათვალისწინებით, თავად (ტრენერის დახმარებით) ამოხსნიან მსგავს ამოცანებს.

რაოდენობრივი მსჯელობა
მონაწილეები გაიხსენებენ მათემატიკის საბაზისო მინიმუმს, რომელიც გამოყენებულია საგამოცდო ტესტებში, და, ათვისებული მასალის გამოყენებით, ამოხსნიან (ტრენერის დახმარებით) 40 ამოცანას.

თუ გსურთ, წარმატებით ჩააბაროთ ერთიანი სამაგისტრო გამოცდები, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები