Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

HOT.GE-დამაარსებლების ინტერვიუ კანადიდან და ახალი ინტერნეტ არხი – Kurt Land

HOT.GE-დამაარსებლების ინტერვიუ კანადიდან და ახალი ინტერნეტ არხი – Kurt Land
April 16
13:44 2014

ქართული მედიასთვის მეტად უჩვეულო და ყვითელი პორტალი Hot.ge, რომელმაც სკანდალური პოსტებით მალევე მოახერხა საზოგადოების ალაპარაკება, დღეს, დახურულია.

თუმცა, ცოტამ თუ იცის, მისი შემქნელების, ძმების – ლაშასა და გიორგის შესახებ. ისინი ამჟამად კანადაში ცხოვრობენ და ახალ პროდუქტზე მუშაობენ, youtube ინტერნეტ არხზე, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.

Kurt Land – პოზიტიური და მხიარული ინტერნეტ არხია. სადაც, ძმები ლაშა და გიორგი ორიგინალური  ხერხებით ცდილობენ მაყურებლების მოხიბვლას და მათთვის პოზიტური განწყობის შექმნას.

საქართველოში, ევროპისგან და ამერიკისგან განსხვავებით დღემდე არ დამკვიდრებულა Vlogger ტარდიცია. ასე რომ, Kurt Land სოციალურ ქსელში მეორე წარმატებული ინტერნეტ არხია, ჩვენს მიერ უკვე მოთხრობილ Gio’s page მერე.

Studinfo.Ge დაუკავშირდა კანადაში მცხოვრებ ძმებს და მათთან მოკლე ინტერვიუც ჩაწერა.

თქვენ შესახებ მოგვიყევით, სად დაიბადეთ, როდის წახვედით კანადაში ? 

ჩვენ ვართ ძმები ლაშა და გიორგი, დავიბადეთ თბილიში (ლაშა 1988) – (გიო 1990). კანადაში  2007 წლის ზაფხულში წავედით. ამჟამად ტორონტოში ვცხოვრობთ.

რატომ გაგიჩნდათ პირადი არხის გაკეთების სურვილი, თანაც საქართველოში, სადაც თავისუფალი და ზოგჯერ არცთუ ისე კორექტული აზრის მიმართ აგრესიულია საზოგადოება?

ვიდეოებს პატარაობიდან ვაკეთებდით, ეს დრო ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დაგვეწყო ვიდეოების გადაღება და გამოქვეყნება. ჩვენი მიზანია შევიტანოთ პოზიტივი ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც ჩვენი ვიდეოები მოსწონთ.

როგორია ხალხის რეაქცია თქვენს გადაცემებზე? რამდენად ადეკვატურია და, ელოდით თუ არა პოპულარულობას?

ხალხის რეაქცია არის განსხვავებული. ძალიან გვიხარია, რომ ბევრი ნახულობს ჩვენს ვიდეოებს და სოციალურ ქსელებში აქტიურობენ.

გაკავშირებთ თუ არა რაიმე hot.ge-სთან. აღნიშნული პორტალი დაიხურა, მაგრამ რედირექთი თქვენს „იუთუბის“ არხზე კეთდება?

Hot.ge იყო პროეკტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად. მეტი კომენტარისგან თავს შევიკავებ.

რა სიგიჟეებს უნდა ელოდნონ თქვენი გამომწერები?

ხშირად ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ მაყურებელს უნდა ხოლმე. აქედან გამომდინარე, მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

და ბოლოს, თქვენი აზრით, როგორია საქართველო და თანამედროვე ქართული საზოგადოება კანადის ფონზე?

მემგონი, არასწორი იქნება თეთრის და შავის შედარება ერთმანეთთან. მაგრამ არის პატარა ნაპერწკალი ახალ თაობაში, რაც ძალიან გვახარებს და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს.

აი, ასე დაიწყეს ”მაუწყებლობა” ქართველმა ძმებმა – გამარჯობა – Youtube

დანარჩენი ვიდეოების ნახვა შეგიძლიათ მათ youtube-ს არხზე.

 

გიორგი ურუშაძე

796 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2014
M T W T F S S
« Mar   May »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930