სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

უნივერსიტეტების სიახლეები
აქტივობის სახე: სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
თარიღი და დრო: 09/06/2014 – 14:12 / ორშაბათი
დეტალები:

2014 წლის 9 – 10 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მართავს სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

 

I სექცია – იურიდიული

II სექცია – ეკონომიკა და ბიზნესი

III სექცია –მედიცინა

IV სექცია – სოციალური მეცნიერებები (ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, …)

V სექცია – ჰუმანიტარული მეცნიერებები (ენა და ლიტერატურა, ფილოსოფია)

 

საუკეთესო გამომსვლელები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია.

 

თეზისები დაიბეჭდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.

 

გთხოვთ გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა და თეზისები შემდეგ მისამართზე: n.kemertelidze@gruni.edu.ge

 

სააპლიკაციო ფორმისა და თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 მაისი.

 

გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილები

 

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge ; 577 53 86 26
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები