Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ამერიკელი ჯაზ-პიანისტი ილიაუნიში

ამერიკელი ჯაზ-პიანისტი ილიაუნიში
April 23
12:08 2014

29 აპრილს, 13:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში ჩვენი უნივერსიტეტის მუსიკის მიმართულების სტუდენტებისთვის სემინარს ჩაატარებს ცნობილი ამერიკელი ჯაზ-პიანისტი, ჯასთინ კოფლინი. ის ილიაუნის სტუდენტებთან ისაუბრებს როგორც ზოგადად ჯაზზე, ისე შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების პრობლემებზე.

მრავალი ჯილდოს მფლობელმა ჯაზ-პიანისტმა, ჯასთინ კოფლინმა, 11 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. მან ნიუ-ჯერსის უილიამ პატერსონის უნივერსიტეტი დაამთავრა ლეგენდარული ჯაზ-მესაყვირის, კლარკ ტერის, ხელმძღვანელობით. 2011-2013 წლებში ჯასთინ კოფლინი ვირჯინიის ცნობილ ჯაზ-კლუბ „Havana Nights“-ში უკრავდა საკუთარ ტრიოსთან ერთად; ამავე კლუბში ასრულებდა სოლო-პროგრამებსაც. ჯასთინ კოფლინი VSA ახალგაზრდა სოლისტების საერთაშორისო პრემიის მფლობელია; VEER Magazine-ის მიერ ჩატარებული რეიტინგების შედეგად, მას „წლის ჯაზ-შემსრულებლის“ წოდება მიენიჭა; იგი დიდი ქუინსი ჯონსის მიერ აღიარებულია „Quincy Jones’ Artist Roster“-ში. ჯასთინ კოფლინი მონაწილეობდა ქუინსი ჯონსის იუბილისადმი მიძღვნილ მსოფლიო ტურში. ამჟამად საკუთარ ალბომსა და კლარკ ტერისადმი მიძღვნილ ალბომზე მუშაობს. ამავე დროს აქტიურ საშემსრულებლო საქმიანობას ეწევა – თანამშრომლობს კომპანიებთან „Visionary Media“ (ნიუ-იორკი) და „Quincy Jones Productions“ (ლოს-ანჯელესი).

494 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2014
M T W T F S S
« Mar   May »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930