Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ამ თამაშს ექსპერტებმა „ოქროს მატჩი“ უწოდეს

ამ თამაშს ექსპერტებმა „ოქროს მატჩი“ უწოდეს
April 28
15:07 2014

ინგლისის პრემიერ ლიგაში 36-ე ტურის ეგითის კვირა დღეს, ქალაქ ლივერპულში – სტადიონ „ენფილდზე“ გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აბსოლიტურად ყველამ – ქომაგებმა, ექსპერტებმა და უბრალოდ ფეხბურთის მოყვარულებმა „ოქროს მატჩი“ უწოდეს. 24-წლიანი პაუზის შემდეგ ლივერპულს რეალური შანსი გაუჩნდა წლევანდელ სეზონში, რომ ნანატრი ტიტული მოიპოვოს და მეცხრამეტედ დაეუფლოს ინგლისის ჩემპიონის ტიტულს. ბრენდან როჯერსის მწვრთნელობამ „მერსისაიდელები“ კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთის მოთამაშე გუნდად აქცია.

36-ე ტურამდე „ლივეპული” გათამაშების ცხრილში პირველი იყო და თერთმეტი მატჩი მიჯრით ჰქონდა მოგებული. „ოქროს მატჩში“ კი მათი მეტოქე ცბიერი ჟოზე მაურინიო და მისი ჩელსი იყო. ლონდონელები მეორე ადგილზე არიან და ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ 2010 წლის შემდეგ პირველად ინგლისი პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვების შანსი. გუნდების ფორმიდან გამომდინარე ბუკმეიკერებმა და ექსპერტებმა მასპინძლები შერაცხეს ფავორიტად და მატჩიც მათი კარნახით წარიმართა.

პირველსავე ტაიმში კოლოსალური უპირატესობა მოიპოვეს ლივეპულელებმა, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 75%:25% ამას ნათლად ასახავდა. „მერსისაიდელები“ მაღალ ტემპში აგორავებდნენ ბურთს, ცდილობდნენ, „არისტოკრატების“ დაღლასა და მათი დაცვისთვის საჭირო გასაღების მორგებას. ჩელსის უამრავი პრობლემის მიუხედავად, შეგახსენებთ, რომ  „ლურჯებს“ სეზონის ბოლომდე გამოაკლდათ პიტერ ჩეხი, გუნდის ლიდერი ედენ აზარი და  კაპიტანი ჯონ ტერი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალის გამო კი საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობა ჰყავდათ მოედანზე. მიუხედავად ამისა, მოურინიოს ბიჭები კარგად იცავდნენ  თავს, ეპიზოდურად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და უფრო დიდი ხნის განმავლობაში თავის შანს ელოდნენ.

ლივერპულმა 9-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, თუმცა შვარცერს არცერთ შემთხვევაში არ დასჭირვებია თამაშში ჩართვა, ჩელსის კი მოთმინება დაუფასდა პირველი ტაიმის ბოლოს სტივენ ჯერარდმა დაუშვა უპატიებელი შეცდომა „კაპიტანმა ფანტასტიკამ“ დემბა ბას ბურთი აჩუქა და სენეგალელმა ანგარიში გახსნა (0:1). მეორე ნახევარი კვლავ ლივერპულის კარნახით წარიმართა, ბურთის ფლობის მაჩვენებელი არ შეცვლილა, ჩელსი კვლავ თავს იცავდა, მასპინძლები კი ყოველი წუთით ზეწოლას ზრდიდნენ. ვეტერანი, 41 წლის მარკ შვარცერი ბრწყინავდა თამაშობდა ისე,  როგორც კარიერის საუკეთესო წლებში. ალენი, ჯერარდი, სუარეზი, სტერლინგი ვერც ერთი ვერ ახერხებდა გატანას. ჩელსი კონტრ შეტევებით პასუხობდა საკმაოდ იშვიათად. ერთი ასეთი გაქცევი შურლემ განახორციელა, მაგრამ მინოლემ მოიგერია.

ბოლო წუთებში ლივერპული შტურმზე გადავიდა, თუმცა შვარცერი უნაკლო იყო. დამატებული დროის, ფაქტობრივად, ბოლო წუთზე სტუმრებმა კლასიკურად გამოიტანეს ბურთი და მინოლასთან ერთდროულად ფერნანდო ტორესი და ვილიანი გავიდნენ, ესპანელმა ბურთი დაუგორა ბრაზილიელს და მანაც ცარიელ კარში შეაგორა (0:2). “THE SPECIAL ONE” კვლავ თავის ბრწყინვალებით წარსდგა ბრიტანული პუბლიკის წინაშე, 2014 წელს „მფრინავი ლივერპული” ლურჯ კედელს შეეჯახა და 11 მიჯრით მოგებულ მატჩზე გაჩერდა. სტივენ ჯერარდმა კი, შესაძლოა, თავისი შეცდომით ოქროს მედლები ამოაცალა გუნდს, ადამიანი, რომელიც  თავად ლივერპულია კიდევ დიდ ხანს გაიხსენებს ამ მომენტს და ამ მატჩს, რომელსაც შეეძლო საკორონაციო გამხდარიყო მერსისაიდელებისთვის. ინგლისის პრემიერ ლიგა კი დაძაბულობის პიკში შედის დარჩენილი 2 ტური და 3 კანდიდატი ჩემპიონობისთვის, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა

465 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2014
M T W T F S S
« Mar   May »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930