Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

დილის თერთმეტი საათი და ,,გადაქანცული’’ ადმინისტრაცია გორის უნივერსიტეტში

დილის თერთმეტი საათი და ,,გადაქანცული’’ ადმინისტრაცია გორის უნივერსიტეტში
April 30
17:53 2014

   ქართველები რომ გულთბილი ხალხი ვართ, გორის უნივერსიტეტის საგამოცდო პერსონალის გაცნობისას საერთოდ დაგავიწყდებათ. მაშინ, როდესაც სტუდენტებს ,,გაჭირვების პერიოდი’’ ადგათ, რატომღაც მათ უფროს ,,მეგობრებს’’ უფრო უმტყუნებთ ხოლმე ნერვები.

      აი, მაგალითად:

   ჩემი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე (როდესაც საგამოცდო აუდიტორია უნივერსიტეტში გამოკრულს არ ემთხვევა), გადავწყვიტე, აუდიტორიის ნომერი წინასწარ გამერკვია და ამისათვის ე.წ. ,,საგამოცდო ცენტრს’’ მივმართე. აქ, როგორც ყოველთვის, სრული არეულობა იყო და ყურადღებას მხოლოდ ხმამაღალი საუბრით თუ მიიქცევდი. მეც შეძლებისდაგვარად ხმამაღლა დავსვი შეკითხვა (ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე), ორჯერ თუ სამჯერ გამეორების შედეგად, როგორც იქნა, მივიქციე ერთ-ერთი აქ მომუშავე ადამიანის ყურადღება, რომელმაც ჩემს შეკითხვაზე, თუ რომელ აუდიტორიაში ტარდებოდა კონკრეტული საგნის გამოცდა ,,ამომწურავი პასუხი’’ გამცა:

   – ბევრგან.

    მე ძალას ვიკრებ და ვეკითხები: ჟურნალისტიკის ბავშვებისათვის რომელ აუდიტორიაშია? რაზეც პასუხად ვიღებ, რომ ”აბა რა იცის”.  გადაიღალა (რაც ჩემი მოკრძალებული წარმოდგენით, დღის პირველ ნახევარში, მაშინ, როდესაც მუშაობა მაქსიმუმ ერთი ან ორი საათის დაწყებულია, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია).

    გაჩენილი პროტესტის გრძნობის მიუხედავად, მივხვდი, რომ მასთან პოლემიკაში შესვლა ძვირფას დროს დამაკარგვინებდა და ამიტომ ალალბედზე დავიწყე ჩემი აუდიტორიის ძიება…

    ჩემსავით, ალბათ, სხვა ბევრი გორელი სტუდენტი გიპასუხებთ, რომ ინფორმაციის გაუვრცელებლობა და არაგულთბილი დამოკიდებულება უნივერსიტეტში მომუშავე პერსონალის მხრიდან მათთვისაც არ არის უცხო. მათ გაუღიმარ სახეებს კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ იმ უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვებს რა ვუყოთ, სტუდენტებს რომ პრობლემებს გვიქმნის?!

სოფო თინიკაშვილი

173 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2014
M T W T F S S
« Mar   May »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930