ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალი ბათუმში

ახალგაზრდული ორგანიზაციები

1-3 მაისს, ბათუმის მერია და ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეი“ აჭარაში, პირველად აწყობს „ახალგაზრდულ თეატრალურ კვირეულს“. რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ოთხი ქალაქის ახალგაზრდული თეატრალური დასი: ბათუმი, ქუთაისი, თბილისი და რუსთავი.

კვირეულის ფარგლებში, საქართველოს აღნიშნული ქალაქების დასი, ბათუმის საზაფხულო თეატრში წარმოადგენს სპექტაკლებს, რომელთა მონაწილეებიც პროფესიონალი/არაპროფესიონალი ახალგაზრდა მსახიობები არიან.

სპექტაკლების ჩვენების გარდა, დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება:

მსახიობთა პროფესიული განვითარების მიზნით, მასტერკლასი თანამედროვე თეატრის შესახებ, რომელსაც გაუძღვება თეატრმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის“ დირექტორი ლაშა ჩხარტიშვილი.

ქალაქის მასშტაბით მოეწყობა თეატრალური მსვლელობა.

ასევე, მონაწილეთათვის გათვალისწინებულია „ბათუმ-ტური“-ს ორგანიზება, რომელიც მოიცავს საბაგიროთი გასეირნებას.

2-3 მაისს, სპექტაკლების წარმოდგენების პარალელურად იქნება ფოტო-გამოფენა.

 

სპექტაკლების ჩვენება გაიმართება 2/3 მაისს საღამოს 18:00 საათიდან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები