Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
May 01
14:44 2014

30 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის შესახებ. პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი, კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი დათო ჯანელიძე და ფესტივალის დირექტორი ჯაბა სიხარულიძე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 3-7 ივნისს გაიმართება თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი. ფესტივალის მიზანია ქართული სტუდენტური კინოპროდუქციის პოპულარიზაცია, მომავალი კინემატოგრაფისტების წახალისება და მათში მოტივაციის ამაღლება. საფესტივალო დღეების განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში მოეწყობა კინოჩვენებები და მასტერკლასები. დასწრება თავისუფალია.

 ფესტივალის საერთაშორისო ჟიური დაკომპლექტდა სხვადასხვა კინოსკოლის წარმომადგენლებით: დირკ ჰოიერი (Professor at Baltic film school, Estonia); ბერტ ბეიენსი (Professor at RITS school of art, Belgium), ზუზანა გინდლ-ტატაროვა (Eurimage Board Member, Professor at VSMU Slovakia), რომან შირმანი (უკრაინის კინოკავშირის გენერალური მდივანი, პროფესორი), შაჰარ როზენი (professor at Sem Spiegel Film and TV School). ჟიურის ყველა წევრი მოაწყობს მასტერკლასსა და საინფორმაციო შეხვედრას. ჟიურის წევრების შეფასებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმი და დასახელდება ფესტივალის გრან-პრის მფლობელი. ასევე, გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რასაც სტუდენტები ეუფლებიან მსოფლიოს კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმა, მონტაჟი და ოპერატორის ნამუშევარი.

 კინომცოდნე ირინა დემეტრაძის ხელმძღვანელობით პროფესიონალთა ჯგუფმა 300-ზე მეტი წარმოდგენილი ფილმიდან ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ 50 შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 23 ქვეყნის კინოსკოლა: ფინეთი, გერმანია, ბელგია, ისრაელი, დანია, ბრიტანეთი, კოლუმბია, უკრაინა, რუსეთი, მაროკო, ჩეხეთი, ფილიპინები, სლოვაკეთი, ავსტრია, თურქეთი, ესპანეთი, ინდოეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბრაზილია, ვიეტნამი, საბერძნეთი და საქართველო.

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კინოგანათლების საკითხების განსახილველად წელს პირველად მოეწყობა „მრგვალი მაგიდა“, სადაც მოწვეულია 20-მდე ევროპული და რეგიონული კინოსკოლა. თბილისში შეიქმნება საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობის მემორანდუმით გააერთიანებს რამდენიმე უნივერსიტეტს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

 ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ფესტივალზე დასწრების შესაძლებლობა ექნება ფესტივალის პროგრამაში მოხვედრილი ფილმების 24 ავტორს, რომელებიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში, გაიცნობენ ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლებენ „უწყვეტი კადრის“ უორკშოფში.

 ფესტივალის მუდმივი პარტნიორები და მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი და ისრაელის საელჩო საქართველოში.

 ფესტივალის შესახებ: ფესტივალი დაფუძნდა 1980-იან წლებში და საბჭოთა სივრცეში „თავისუფლებით“ გამოირჩეოდა. ის 2007 წელს განახლებული სახით აღდგა და უკვე საერთაშორისო მასშტაბითაც მოიხვეჭა სახელი.

444 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2014
M T W T F S S
« Apr   Jun »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031